„ყვავილების ობსესია“: იაიოი კუსამას აბსტრაქტული ინსტალაცია
#მხატვრობაიაიოი კუსამა თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა, იაპონელი მხატვარი, რომელიც ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურეალიზმისა, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით უკვე ათწლეულებია კონცეპტუალური ხელოვნებისთვის განუმეორებელ ნიმუშებს ქმნის და ყოველი ახალი ქმნილებით, ახალი ინსტალაციით მსოფლიოს გაოცებას კვლავინდებურად ახერხებს.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო
#სპორტიმსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რჩება. სერბმა სპორტსმენმა 10 იანვარს, ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და ამრიგად ქვეყნიდან დეპორტაცია აიცილა. საქმე ის გახლავთ, რომ Australian Open-ზე ჩასულ ჩოგბურთელს აუცრელობის გამო 5 იანვარს სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში შესვლის უფლებაც არ მისცა, რის შემდეგაც ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.
20 წლის შემდეგ პირველად - სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა იხსნება
გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი სცენოგრაფია საგამოფენო სივრცეებს 20 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის სოლიკო ვირსალაძის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნება. აღსანიშნავია ის ფაქტის, რომ ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.
რეცეპტი: ყაბაყი კრევეტებით
#კულინარიადღეს, If.ge-თან ერთად, ყაბაყის მარტივად მოსამზადებელ კერძს წარმოგიდგენთ კრევეტებით. ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელი, დაბალკალორიული, ორგანული მჟავებით, ვიტამინებითა და მინერალური საშუალებებით გამდიდრებული ყაბაყი კრევეტებთან და სანელებლებთან ერთად იმ უგემრიელეს კერძს ქმნის, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისკენ უცილობლად მოგვაბრუნებს.
„ოქროს გლობუსის“ 2022 წლის გამარჯვებულები და ტრიუმფატორები
#კინო„ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია გასულ ღამეს ლოს-ანჯელესში, ტრადიციულ ადგილას არატრადიციულ ფორმატში ჩატარდა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, დაჯილდოების ცერემონიამ პირდაპირი ეთერის, მაყურებლებისა და წითელი ხალიჩის გარეშე ჩაიარა.
N°1 de CHANEL : ბრენდის ახალი სილამაზის ხაზი თქვენ წინაშეა
#სილამაზე2022 წელი სილამაზის სამყაროსთვის, უდავოდ, Clean Beauty-ს გარშემო იტრიალებს და ამის ნათელი მაგალითი, ფრანგული ბრენდის უახლესი სილამაზის ხაზია, რომელიც Chanel-მა გუშინ გამოუშვა. N°1 de Chanel ბრენდის განახლებული ხაზია, ახალი პერსპექტივებით და რა თქმა უნდა უახლესი პროდუქტებით, რომლებიც თქვენ მოსანუსხად უკვე მზად არიან.
The French Dispatch: როგორ გავხდეთ უეს ანდერსონის ახალი სამყაროს ნაწილი
#დეკორისრულყოფილი სიმეტრია, მდიდრული ინტერიერი და მრავალფეროვანი ფერთა გამა, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავს ანდერსონის სათქმელს, Grand Budapest Hotel-ში წითელი და მეწამული ფერებით, Moonrise Kingdom-ში კი პასტელური გამით, რეჟისორის ხელწერის ნაწილს წარმოადგენს.
სექსუალური ძალადობის ბრალდები - AJLT-ის ფინალიდან კრის ნორთის სცენები ამოჭრეს
#კინოSex and the City-ის სექუელის, And Just Like That-ის დაბრუნებას გზად დიდი სკანდალი მოჰყვა და საქმე ტელესერიალის პოპულარობას ნამდვილად არ ეხება. AJLT-ის პრემიერის დღეს, კრის ნორთი, საკულტო სერიალის Mr. Big-ის პერსონაჟის როლის შემსრულებელი სექსუალურ ძალადობაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულა.