ლეონარდო დიკაპრიო 52 წლისაა: ფილმები, რომლებმაც მისი კარიერა განსაზღვრეს
ლეონარდო დიკაპრიოს გამორჩეული როლები, ადრეული ნამუშევრებიდან პირველ „ოსკარამდე“ – ფილმები, რომლებმაც მისი სამსახიობო კარიერა განსაზღვრეს.
ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალ კამპანიაში მონაწილეობს. ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი adidas-ს 2024 წლის თებერვალში შეუერთდა. მაშინ ბრენდმა თანამშრომლობის დასაწყისი მისთვის შექმნილი Predator 24-ის განსაკუთრებული ფერთა კომბინაციით აღნიშნა. ახალი კამპანია ამ პარტნიორობის კიდევ ერთი ეტაპია და კვარაცხელიას adidas-ის ყოველდღიური სამოსის მიმართულებით წარმოაჩენს.
SPZL F.C. გარი ასპდენის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მისი ინპირაცია ფეხბურთია. პროექტის პირველი კამპანიის სახე 2024 წელს იურგენ კლოპი იყო, ახლა კი მის მესამე კოლექციას ხვიჩა კვარაცხელია წარადგენს.
![]() |
![]() |
კოლექციაში ჭარბობს მუქი ფერები, რეტრო სტილის საფეხბურთო მაისურები და კლასიკური სპორტული სამოსი. ის გაყიდვაში 25 სექტემბერს გამოვა და შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი adidas CONFIRMED-ის პლატფორმაზე, adidas Originals-ის მაღაზიებსა და შერჩეულ სავაჭრო ობიექტებში.
