Met Gala 2027-ის თემა ცნობილია: ყოველდღიური სამოსი და მისი პოეტიკა
Met Gala 2027-ის ყურადღების ცენტრში მაისურები, ჯინსები და ტრენჩები მოექცევა – სამოსი, რომელსაც დიზაინერები ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ.
2022 წლის მამაკაცის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებებმა და მოდის კვირეულმა მილანის შემდეგ პარიზში გადაინაცვლა. სად, თუ არა პარიზში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ყველაზე გიჟური ჩაცმულობები არა მხოლოდ პოდიუმზე, არამედ მის მიღმა - ქუჩაში.
მოდის კვირეულების პარალელურად ქუჩის სტილის ფოტოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იქ, მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობებს შორის შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ინდივიდუალური სტილის მრავალფეროვნება, თავისუფალი არჩევანი, მოდის თაყვანისცემა და სამოსი, როგორც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება.
The Diary-სთან ერთად, თვალი ადევნეთ მოდის დედაქალაქში მიმდინარე ჩვენებებს, 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პარიზული ჩვენებების ჰაილაითებს და რაც მთავარია ქუჩის სტილს.














