ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლითაც ამ ზამთარში უნდა შევიფუთოთ #SHOPPING
#მოდა
ზამთრის სუსხმა და სიცივემ უკვე რამდენიმე დღეა ყველაზე მკაცრი გამოვლინებით იჩინა თავი, ერთადერთი რაზეც ამ დღეებში სახლიდან გასვლამდე ვფიქრობთ, ეს თბილად ჩაცმაა. ალბათ დაგვეთანხმებით, თუ ვიტყვით, რომ ამ სეზონზე ყველაზე რთული სწორედ კომფორტულობის შეგრძნების შენარჩუნებაა, ხშირად, რამდენიმე ფენის მორგება გვიწევს იმისათვის, რომ ჩვენს სხეულს სასურველი ტემპერატურა შევუნარჩუნოთ, მოდურობა, აი მოდურობა კი ზამთარში ყველაზე რთული დავალებაა, მაგრამ არა შეუძლბელი.