ქართველი ჯეილო, ასე უწოდა ლუკ ბრაიანმა ნუცა ბუზალაძეს, მოსმენის შემდეგ და არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ. ნუცას ქარიზმა, უშრეტი ენერგია და საქმის მიმართ აბსოლუტური თავდადება მართალაც რომ მოგვაგონებს, მეგავარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს, თუმცა დღევანდელი დღე არა მსგავსებას, არამედ ნუცა ბუზალაძის ოცნების ასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუში American Idol-ში მოხვედრაზეა.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ნუცა ბუზალაძე ამ მიზნისკენ მიიწევდა და როდესაც დარწმუნდა, რომ ამ დიდი გამოწვევისთვის უკვე მზად იყო, American Idol-ში მოსმენაზეც გავიდა. მეგაპროექტის 21-ე სეზონის ჟიურის წევრების: ლიონელ რიჩის, ქეითი პერისა და ლუკ ბრაიანის წინაშე ნუცა ბუზალაძემ ორი სიმღერა შეასრულა. La Belle-ს Lady Marmalade-ს პერფომანსის შემდეგ, რომელშიც ნუცამ მთელი თავისი ვოკალური სიმდიდრე და ცეკვის ელემენტები ჩააქსოვა, ქეითი პერი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს, თუმცა მეორე სიმღერისთვის თავად ქეითიმ ურჩია, რომ ამჯერად ნუცას, მათთვის ბუნებრიობა დაენახებინა, და ნუცამაც იმღერა...
Lady Marmalade ოვაციებს ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ ის თუ როგორ შეასრულა ნუცა ბუზალაძემ უიტნი ჰისტონის უკვდავი და ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი ჰიტი Greatest love of all, ეს უკვე სხვა შესაძლებლობებზე მიგვითითებდა. ჟრუანტელის დავლის შემდეგ, ნუცამ ჰოლივუდისკენ მიმავალი ოქროს ბილეთიც დაიმსახურა და კონკურსის შემდეგ ეტაპზეც გადავიდა.
ჰოლივუდისკენ მიმავალი ბილეთი! ცხოვრებაში მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი! ღმერთი არსებობს და ის სასწაულებს ახდენს, უბრალოდ გჯეროდეთ ამის!
American Idol-ის შესარჩევი ტურის დასრულებისთანავე, შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ ვუგულშემატკივროთ ნუცა ბუზალაძეს ეკრანებიდან. სიახლეებს, ამერიკული მეგაპროექტის პირველი ქართველი მონაწილის შესახებ კი გზადაგზა გაგიზიარებთ.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.