რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრიდან, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წამოწყებიდან და რუსეთ-უკრაინის ომის გამოცხადებიდან 1 წელი შესრულდა. 2022 წლის 24 თებერვალი 21-ე საუკუნის ისტორიაში დარჩება დღედ, როდესაც სამყარომ სუნთქვა დროებით შეწყვიტა, უიმედობის ბურუსში მყოფებს, სიტუაციიდან გამორკვევის საშუალება უკრაინელმა ხალხმა მოგვცა, ყველაზე ბნელ პერიოდში უკრაინელი ერი აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც თავისუფლების აკიაფებული ჩირაღდნით ხელში სინათლისკენ გაგვიძღვა.
და აი 365 დღის შემდეგ, უკრაინელების ჟინით, შემართებით, თავგანჭირვით, სიმამაცითა და პატრიოტული სულისკვეთებით, მათი სამშობლო თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს, არა 5 (როგორც ამას ვლადიმერ პუტინი წინასწამეტყველებდა), არამედ 365 დღის შემდეგაც კი ფეხზე დგას და მსოფლიოსთვის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნის სიმბოლოდ ესახება და სწორედ ამ სიმბოლოს მიმართ მხარდაჭერის და პატივისცემის გამოსახატად, დედამიწის სხვადასხვა კუთხე კიდევ ერთხელ ურაინის ლურჯ და ყვითელ დროშის ფერებში განათდა.
საქართველო, პრეზიდენტის რეზიდენციაEmpire State Building, ნიუ-იორკიევროპული პარლამენტი, ბრიუსელილიეტუაეიფელის კოშკი, პარიზისიდნეის ოპერის სახლი, ავსტრალიაბრანდენბურგის კარიბჭე, ბერლინი
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.