The Why Not Gallery-ში სანდრო ფაჩუაშვილის სოლო გამოფენა გაიმართება
#მხატვრობა25 თებერვალს, The Why Not Gallery, ახალგაზრდა ხელოვანის სანდრო ფაჩუაშვილის სოლო გამოფენას, სახელწოდებით გააქრე ყველა კვალი უმასპინძლებს. გამოფენის მიზანია, აჩვენოს მაყურებელს დროის ციკლური ბუნება და მატერიალურობის გავლენა სამყაროს აღქმის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული აქცენტი კი, საქართველოს კულტურულ და ისტორიულ კონტექსტზე კეთდება.