მხატვრობა

კიევის მახლობლად მარია პრიმაჩენკოს უნიკალური ნამუშევრების მუზეუმი დაიწვა

კიევის მახლობლად მარია პრიმაჩენკოს უნიკალური ნამუშევრების მუზეუმი დაიწვა

უკრაინაში, რუსეთი ჯარების შეჭრის შემდეგ, არაერთი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი განადგურდა, უდიდესი კულტურული ზიანის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუწყებოდა, რომ კიევის ჩრდილო-დასავლეთით სოფელ ივანკოვში, დიდი დაპირისპირების შემდეგ ისტორიის მუზეუმი და მასთან ერთად ცნობილი უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს უნიკალური ნამუშევრები განადგურდა.

„ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი“ ეროვნულ გალერეაში

„ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი“ ეროვნულ გალერეაში

25 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასშტაბურ გამოფენას - 1910-1932 წლების ქართულ მოდერნიზმს და თბილისურ ავანგარდს წარმოგვიდგენს. გამოფენის ფარგლებში სულ 403 ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი, იმ ხელოვანებისა, რომელთა ხელოვნება 1930-იანი წლებიდან აიკრძალა, მათი გვარებიც კი მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოიშალა და 70 წლის განმავლობაში მივიწყებასაც კი მიეცა.

გრეის უივერის ექსპოზიცია „11 ქალი“

გრეის უივერის ექსპოზიცია „11 ქალი“

ფიგურაცია და აბსტრაქცია თანაედროვე ამერიკელი მხატვრის გრეის უივერის ხელწერის განუყოფელი ნაწილია. გრეისის თითოეული ნამუშევარი ხანგრძლივი დაკვირვებისა და ხშირად თანაგრძნობის ნაყოფია, უივერი შეისწავლის ადამიანებს, მათ ბუნებას, ფსიქოლოგიას და მხოლოდ ამის შემდეგ მიუჩენს თითოეულ მათგანს კუთვნილ ადგილს მოლბერტზე.

სიყვარულის ბალადა: მარკ შაგალი და ბელა როზენფელდი

სიყვარულის ბალადა: მარკ შაგალი და ბელა როზენფელდი

„ჩვენს ცხოვრებაში არის ერთი ფერი, როგორც მხატვრის პალიტრაზე, რომელიც ცხოვრებისა და ხელოვნების აზრს გვაძლევს. ეს სიყვარულის ფერია“ - მარკ შაგალი.

რუსეთში გალერეის თანამშრომელმა $1.3-მილიონიან  ტილოს თვალები მიახატა

რუსეთში გალერეის თანამშრომელმა $1.3-მილიონიან ტილოს თვალები მიახატა

რუსეთში, ერთ-ერთ გალერეაში უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა, დაცვის მოწყენილი თანამშრომელი, რომელმაც $1.3-მილიონად შეფასებული ნახატი დააზიანა, კერძოდ კი უსახო ფიგურებს თვალები მიახატა, სამსახურიდან პირველივე დღეს გაათავისუფლეს.

გალერეა ULMACARISA ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ექსპოზიციას უმასპინძლებს

გალერეა ULMACARISA ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ექსპოზიციას უმასპინძლებს

8 თებერვალს, მადრიდში, გალერეა Ulmacarisa, Galería de Arte-ში, ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების, ნინი გამილაღდიშვილისა და ნინო ირემაძის ნამუშევრების ექსპოზიცია გაიხსნება. ექსპოზიცია სახელწოდებით კავშირი, ქართველი ხელოვანების ფერწერულ ტილოებსა და ხელნაკეთ ნივთებს აერთიანებს.

5 უცნობი ფაქტი ფოვისტი მხატვრის, ანრი მატისის შესახებ

5 უცნობი ფაქტი ფოვისტი მხატვრის, ანრი მატისის შესახებ

ფერისა და ფორმის წყალობით ემოციების გამომხატველმა ენამ, ნამდვილმა ოსტატობამ ფრანგ მხატვარსა და მოქანდაკე ანრი მატისს დიდი აღიარება მოუტანა და თანამედროვე ხელოვნების წამყვან ფიგურად აქცია. ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა სახელოვნებო წრეებს გვიან შეუერთდა, თუმცა ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით საკუთარი სახელის დამკვიდრება და უკვდავყოფა ძალიან მალე მოახერხა.

„ყვავილების ობსესია“: იაიოი კუსამას აბსტრაქტული ინსტალაცია

„ყვავილების ობსესია“: იაიოი კუსამას აბსტრაქტული ინსტალაცია

იაიოი კუსამა თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა, იაპონელი მხატვარი, რომელიც ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურეალიზმისა, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით უკვე ათწლეულებია კონცეპტუალური ხელოვნებისთვის განუმეორებელ ნიმუშებს ქმნის და ყოველი ახალი ქმნილებით, ახალი ინსტალაციით მსოფლიოს გაოცებას კვლავინდებურად ახერხებს.

დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

დღეს, 16 დეკემბერს, გალერეა შარდენში, ქართველი ფერმწერისა და პოეტის გიორგი მირზაშვილის საიუბილეო გამოფენა იხსნება. 60 წლის ხელოვანმა ახალი ნამუშევრებით დახუნძლული გამოფენა დედას მიუძღვნა. ექსპოზიციას საფუძვლად ლურჯ ფერებში შექმნილი პეიზაჟები დაედო, რომელიც მთელი გამოფენის კონცეფციადაც იქცა.

„ბაია გალერეა“ ელენე ახვლედიანსა და მისი ეპოქის მხატვრებს  უმასპინძლებს

„ბაია გალერეა“ ელენე ახვლედიანსა და მისი ეპოქის მხატვრებს უმასპინძლებს

დიდებული ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანის გამოფენას, სახელწოდებით „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ 17 დეკემბრიდან „ბაია გალერეა“ უმასპინძლებს.

ზევით