თავისუფლება ხშირად ყველაზე პირადი გადაწყვეტილებებით იწყება: როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვიფიქროთ, როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და რა სურნელი გახდეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. არჩევანი ამ პროცესის მთავარი პირობაა, რადგან იქ, სადაც არჩევანი შეზღუდულია, თავისუფლების არსი აზრს კარგავს.
 |
ნამდვილი თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აირჩიო ბევრიდან, არ დაემორჩილო ერთს და არ დაკმაყოფილდე მცირედით.
|
Equivalenza-ს 26 მაისის კამპანიაც სწორედ ამ იდეას ეფუძნება: არჩევანის თავისუფლებას. ნამდვილი თავისუფლება მაშინ იწყება, როცა არჩევანი მრავალფეროვანია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს ბევრიდან და იპოვოს ის სურნელი, რომელიც მის ხასიათს, სტილსა და განწყობას ყველაზე ზუსტად გამოხატავს.
Equivalenza-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია არჩევანის თავისუფლების იდეას ეძღვნება.
თავისუფალი არჩევანის იდეამ შეახვედრა ერთმანეთს ესპანური პარფიუმერული ბრენდი Equivalenza და ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ მოცეკვავე. თამრი ხურცილავა თავისუფლების არსს ყოველდღიურად ქართული ტრადიციული ცეკვების მოძრაობებით ათასობით ადამიანის წინაშე აცოცხლებს.
 |
თავისუფლება ნიშნავს არჩევანს: როგორ იცხოვრო, როგორ იფიქრო და როგორ გამოხატო საკუთარი თავი.
|
Equivalenza 2011 წელს ბარსელონაში დაარსდა. ბრენდი ფორმაზე წინ შინაარსს აყენებს და ყურადღებას მინიმალისტურ დიზაინსა და სურნელის შექმნის ოსტატობაზე ამახვილებს. შედეგად კი ვიღებთ ფრანგი პარფიუმერების მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის სუნამოებს. ის მომხმარებელს სურნელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, სადაც სურნელის არჩევა პერსონალურ პროცესად იქცევა. აქ მთავარი არ არის ერთი კონკრეტული არომატისადმი დამორჩილება. მთავარი არის ძიება, ცდა, შედარება და იმ სურნელის პოვნა, რომელიც კონკრეტულ მომენტს ეკუთვნის.
არ დაემორჩილო ერთს, არ დაკმაყოფილდე მცირედით. თავისუფლებაა იყო განსხვავებული. თავისუფლებაა, იპოვე შენი სურნელი, – Equivalenza.

თავისუფლება არჩევანშია. როცა შეგიძლია აირჩიო ბევრიდან. როცა შეგიძლია არ დაემორჩილო ერთს. როცა შეგიძლია იპოვო სურნელი, რომელიც დღეს ხარ – Equivalenza სწორედ ამ არჩევანს ქმნის.
პროდაქშენი: MarketingHub / TheDiary
კამპანიის სახე: თამრი ხურცილავა
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
კაბა: Matters
სამკაული: Nino Sepojewelry