მხატვრობა

„პირველი გაჩერება“ - გალერეა MAUDI ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს

„პირველი გაჩერება“ - გალერეა MAUDI ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს

„პირველი გაჩერება“ - ასე ეწოდება ჯგუფურ გამოფენას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცე MAUDI-ში მიმდინარეობს. ხუთი ახალგაზრდა ქალი ხელოვანის ნამუშევრები, მათი ფერწერული ტილოები და ჩანახატები გალერეაში 20 მაისამდე გამოიფინა და მნახველს ყოველ დღე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით მასპინძლობს.

ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან

ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან

ხვალ, 27 აპრილს,  ლიკა ჭკუასელის კურატორობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „ც, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან“ მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანების უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც მზის შუქს პირველად იხილავენ.

„რა ფერია წითელი“ ჯგუფური გამოფენა გალერეა არტერიაში

„რა ფერია წითელი“ ჯგუფური გამოფენა გალერეა არტერიაში

22 აპრილს, წითელ პარასკევს, გალერეა არტერია 19:00-ზე ჯგუფურ გამოფენაზე „რისი ფერია წითელი?“ გვეპატიჟება. გამოფენაში მონაწილე მხატვრები თავიანთი ცხოვრების ისტორიას სწორედ წითელი ფერით გადმოგვცემენ, ფერით, რომელიც თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ამბებს გვიამბობს, თუმცა ყოველი მათგანი გვაგრძნობინებს - ამ სამყაროს მეტი სიყვარული სჭირდება.

დღეს, MAUDI Booster - აუქციონი გაიმართება

დღეს, MAUDI Booster - აუქციონი გაიმართება

დღეს, 17 საათზე, მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცეში, Maudi Booster-ის ექსპოზიცია დიდი აუქციონით სრულდება. Maudi არაკომერციული სახელოვნებო სივრცეა, რომელმაც მიზნად, ამ სივრცეში კერძო სექტორის ჩართვა და მომავალი აქტივობებისა და გამოფენების მაღალი ხარისხით ორგანიზებისთვის რესურსების მოძიება განიზრახა. აუქციონიდან შემოსული თანხის ნაწილი, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, უკრაინის ფონდში გადაირიცხება.

„შენ ორი ხარ” ჯგუფური გამოფენა არტერიაში

„შენ ორი ხარ” ჯგუფური გამოფენა არტერიაში

გალერია არტერია, 15 აპრილს, ანა დედაბრიშვილის კურატორობით ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „შენ ორი ხარ“ წარმოგვიდგენს. გამოფენის თემაა ორნი და მისი მონაწილეებიც ორნი არიან: თეზი ოსეფაშვილი და ხათუ ფსუტური, მეტიც, არტერია გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელსაც გაორებას უწინასწარმეტყველებს.

უქმეებზე სანახავი გამოფენა: „როგორია ქალად ყოფნა“

უქმეებზე სანახავი გამოფენა: „როგორია ქალად ყოფნა“

თუ ამ უქმეებზე არაფერი დაგიგემავთ, მაშინ მცირე გიდობას გაგიწევთ და ერთი ძალიან საინტერესო გამოფენისკენ გაგიძღვებით. ქართველი ქალი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით „როგორია ქალად ყოფნა“, 26 და 27 მარტს გალერეა არტარიაში მოეწყობა.

6 საკულტო ნამუშევარი თანამედროვე იაპონური ხელოვანებისგან, რომელიც უნდა ნახოთ

6 საკულტო ნამუშევარი თანამედროვე იაპონური ხელოვანებისგან, რომელიც უნდა ნახოთ

იაპონელი არტისტები, თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ღრმა, მრავლისმთქმელი, დამაფიქრებელი და ხშირ შემთხვევაში აღმაფრთოვანებელი ნამუშევრებით გამოირჩევიან. იაპონელი ხელოვანები საკუთარი წესებით მოქმედებენ, ამ უძვირფასესმა გამომგონებლებმა, თავიანთი უკომპრომისო ხედვებითა და ტრენდული მხატვრულობით, სრულიად შეცვალეს გლობალური ხელოვნების ლანდშაფტი.

კამილა კლოდელი: სიყვარული, სასწოწარკვეთა და ოგიუსტ როდენი

კამილა კლოდელი: სიყვარული, სასწოწარკვეთა და ოგიუსტ როდენი

XIX საუკუნის შუა ხანებში ქალებისთვის სახელოვნებო წრეების გარღვევა მარტივ საქმე არ გახლდათ, მეტიც ეს უდიდი სირთულე გახლდათ ყოფილიყავი ქალი, თანაც აღიარებული ისეთ საქმეში, სადაც მამაკაცები საუკუნეების განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა სტერეოტიპთა მსხვრევა და მთავარი ცვლილებები ხომ სწორედ ამ საუკუნიდან იწყება და ისეთ პერსონასთან ასოცირდება როგორიც კამილა კლოდელია.

პაბლო პიკასოს „მშვიდობის მტრედი“

პაბლო პიკასოს „მშვიდობის მტრედი“

პაბლო პიკასოს „მშვიდობის მტრედი“ მალევე იქცა ფენომენად მთელ მსოფლიოში,1949 წლიდან მხატვრის გარდაცვალებამდე მან შექმნა მრავალი ნამუშევარი, მათ შორის პლაკატები, პრინტები და ნახატები, რომლებზეც გამოსახულია მშვიდობის მტრედი. გამოსახულების ვარიაციები გამოყენებული იქნა მშვიდობის კონგრესებისთვის ვროცლავში, სტოკჰოლმში, შეფილდში, ვენასა და რომში.

ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა „ძველი მეხსიერების სურათები“

ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა „ძველი მეხსიერების სურათები“

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა - ძველი მეხსიერების სურათები გაიხსნა. სახვითი ხელოვნების მუზეუმმა და ხელოვანმა სოლო გამოფენა უკრაინელ ხალხს მიუძღვნეს, მათ ვისაც ნებისმიერი თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ზევით