TBILISI NEWCOMERS 2026: პლატფორმა ახალი მუსიკალური აღმოჩენებისთვის ბრუნდება
Tbilisi Newcomers 2026 საკონკურსო ნამუშევრების მიღებას იწყებს. განაცხადების მიღება 22 მაისიდან 7 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოს ისტორია მხოლოდ მატიანეების მიერ, მელნით არ იწერებოდა, იგი ქვაში იტვიფრებოდა, ოქროში იწრთობოდა და საუკუნეების მანძილზე შეუპოვარ ქართულ სულში ინახებოდა. თითოეულ არტეფაქტს, რომელიც ჩვენამდე მოვიდა და ახლა მუზეუმებშია დაცული, გადარჩენისა და გამარჯვების უნიკალური ამბავი დაჰყვება.

სწორედ ამ დიდებულ მემკვიდრეობას, ეროვნულ იდენტობასა და თავისუფლების იდეას ეძღვნება TheDiary-ს ახალი Cover Story, რომლის მთავარი გმირი მსახიობი აპოლონ კუბლაშვილია, ხოლო შთაგონების წყარო საიუველირო ბრენდ „დელფოსის“ გამორჩეული კოლექცია გახლავთ.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ამბავი განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს. სიმბოლურია გადაღების ლოკაციაც, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სადაც ქვეყნის მთავარი კულტურული საგანძურია დაცული.

აპოლონ კუბლაშვილის მიერ მოთხრობილმა ამბავმა მუზეუმის სივრცეში თვალსაჩინო გახადა ქართული ისტორიის ის უხილავი ხაზი, რომელიც ქართველი მეფეების ეპოქიდან იწყება, კლასიკოსი მწერლების მარადიულ სიტყვებს გაივლის და ნიკო ფიროსმანის პერსონაჟებში აისახება.

ეს ისტორიული ნარატივი და მუზეუმის დარბაზებში დაცული საუკუნოვანი ესთეტიკა ორგანულად გადადის თავად „დელფოსის“ შემოქმედებაშიც. ბრენდმა შეძლო, ქვეყნის მდიდარი წარსული მატერიალურ ფორმაში გადაეტანა და თანამედროვე ყოველდღიურობის ნაწილად ექცია.

სწორედ ამ იდეით შეიქმნა სუვენირების კოლექცია, რომელიც ბუნებრივი გრანიტის ქვაზე განთავსებულ, თითბრისგან დამზადებულ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს. კოლექციაში, რომლის თითოეული ნამუშევარი ქართული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ნივთები, ისტორიული სიმბოლოები და მოდერნისტული ხედვა ერწყმის ერთმანეთს.
![]() |
![]() |
ამ მიმართულების შექმნის მთავარი მიზანი ქართული იდენტობისა და ხელოვნების პოპულარიზაციაა. სუვენირები საინტერესოა უცხოელი სტუმრებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოდან გამორჩეული, ეროვნული ხასიათის მატარებელი ნივთი წაიღონ.

ამასთანავე, პროდუქციის დიზაინი ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებს აერთიანებს, ამიტომ ეს ფიგურები ნებისმიერ ინტერიერს ორიგინალურად ერწყმის. ესთეტიკურ მხარესთან ერთად, პროექტს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რაც ადგილობრივი წარმოებისა და ქართული ოსტატობის მხარდაჭერაში გამოიხატება.

მსგავსი ნამუშევრების შექმნით კომპანია ხელს უწყობს ლითონის დამუშავების ძველი ტექნიკების შენარჩუნებას და ადგილობრივი ოსტატების დასაქმებას.
„დელფოსის“ მაღაზიებში ეს სუვენირები ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებად იქცა, რადგან მომხმარებელი აფასებს მაღალ ხარისხს, ნაცნობ მოტივებსა და იმ თანამედროვე დიზაინს, რომელიც ბრენდის გამორჩეულ ხელწერას ქმნის.
