ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროება“ გალერეა „არტარეაში“
#მხატვრობაგალერეა „არტარეა“ თანამედროვე ქართველი ხელოვანის ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროებას“, თამთა შავგულიძის კურატორობით მასპინძლობს. გამოფენა, რომლის მთავარი ესთეტიკური ნიშანი მისი მონოქრომულობა, ვიზუალურად მყარი მოცულობრივი ფორმების სირბილე და ტაქტილურ შეგრძნებათა დუალურობაა და რომლის თითოეული ნამუშევარი გალერეაშივეა შექმნილი, შეგიძლიათ „არტარეაში“ 10 დეკემბრის ჩათვლით იხილოთ.