Dior-ის საშობაო ვარსკვლავი: მოდის სახლის საახალწლო ინსტალაციები
#მოდასადღესასწაულო სეზონზე მოდის სახლ Dior-ის ბუტიკების გარე ფასადები და ვიტრინები ჯადოსნურად კიდევ ერთხელ მოირთო. პარიზში, ნიუ-იორკში, შანხაისა თუ ტოკიოში განთავსებული ბუტიკების ფასადები პოეტურად განათდნენ. მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილი უახლესი Dior Cruise 2022-ის შთაგონებით, მაღაზიები მნახველებს მაგიურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობენ და თვალისმომჭრელი ინსტალაციებითა და დეკორებით შობასა და ახალ წელს ულამაზებენ.