THEDIARY COVER STORY: MAJE-ის ფრანგული ელეგანტურობა თბილისში

თბილისის მოდის რუკაზე კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი გამოჩნდა. დედაქალაქის გულში, რუსთაველის გამზირზე პრემიუმ კლასის ფრანგული ბრენდის, Maje Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. „აქ და ყველგან – ქალური, თავისუფალი და ემოციური“ – ეს ის ფილოსოფიაა, რომელიც ბრენდის ყოველ კოლექციას 1998 წლიდან დღემდე თან სდევს.

ლეკა მიქაძე, მაჟი, ფრანგული ბრენდი, Maje, Tbilisi, Leka Mikadze

Maje-ის სამყარო ნელი ტემპით ცხოვრებისკენ გვიბიძგებს, რაც თანამედროვეობის დაუსრულებელი ქაოსის წინააღმდეგ მდუმარე ამბოხია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქალი, რომელიც Maje-ს ატარებს, თავდაჯერებულად მიიკვლევს გზას. ის არის ლაღი, გულწრფელი და ყოველთვის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ბრენდის ამ ფილოსოფიას TheDiary-ს ახალ Cover Story-ში კრეატორი ლეკა მიქაძე განასახიერებს. ამ კამპანიისთვის მან ბრენდის უახლესი კოლექცია მოირგო და ფრანგული ესთეტიკა განსაკუთრებული შარმით გააცოცხლა. ლეკა ზუსტად ის ქალია, რომელიც თავისი ინდივიდუალიზმით Maje-ის იდენტობასა და ხასიათს საუკეთესოდ ირგებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediary.ge)

საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია „Z&A G“ გახლავთ, რომელიც ცნობილი „ნორკ ჯგუფის“ წევრია. ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. „ნორკ ჯგუფმა“ 28-წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა. დღეს ჯგუფი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში წამყვან პოზიციებს იკავებს და ათასზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს.

ლეკა მიქაძე, მაჟი, ფრანგული ბრენდი, Maje, Tbilisi, Leka Mikadze

Maje არ არის ერთადერთი გლობალური სახელი, რომელიც ჯგუფს საქართველოში შემოჰყავს. კომპანია წლებია წარმატებით მართავს ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, როგორებიცაა Burberry, Polo Ralph Lauren, Santoni, Sandro Paris და New Yorker-ის ქსელი. როგორც ჯგუფში აღნიშნავენ, სწორედ სრულყოფილებაზე ორიენტირება და უწყვეტი განვითარებაა ის მთავარი ღირებულებები, რაც მათ ბაზრის ლიდერებად აქცევს.

ლეკა მიქაძე, მაჟი, ფრანგული ბრენდი, Maje, Tbilisi, Leka Mikadze

რუსთაველის 28 ნომერში მდებარე შოურუმში უკვე წარმოდგენილია გაზაფხული-ზაფხულის უახლესი კოლექცია. ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ ფრანგული მოდის იმ ტენდენციებს, რომლებიც ორგანულად აერთიანებს თავისუფლებას, დახვეწილ ფემინურობასა და თანამედროვე სტილს. ასე რომ, მათთვის, ვისაც საკუთარი გარდერობის პარიზული შარმით გამდიდრება სურს, Maje-ის ოფიციალური სივრცე უკვე ღიაა.

ზევით