ბიონსემ ახალი სინგლი MORNING DEW (DONK) გამოუშვა.

ბიონსემ ახალი სინგლი, Morning Dew (Donk), 4 ივლისს გამოუშვა. სიმღერა მისი მეორე სტუდიური ალბომის, B’Day-ის, 20 წლის იუბილეს უკავშირდება. სინგლი ალბომის საიუბილეო გამოცემაში შევა, რომლის გამოშვებაც 4 სექტემბერს არის დაგეგმილი.

სიმღერის ავტორებს შორის არიან ბიონსე, Pharrell Williams, The-Dream და Darius Dixson, პროდიუსერები კი ბიონსე და Pharrell Williams არიან. სინგლს თან ახლავს ვიდეოც, რომელშიც გამოყენებულია B’Day-ის ეპოქის საარქივო კადრები, რომელიც ფოტოგრაფმა Cliff Watts-მა გადაიღო.

MORNING DEW (DONK)-ის გამოსვლით დაიწყო 60-დღიანი ათვლა. 4 სექტემბერს ბიონსეს დაბადების დღეა და ამავე დღეს გამოვა მისი მეორე სოლო ალბომის B’Day“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო ვერსია. ამის შესახებ Parkwood Entertainment-ის პრესრელიზშია ნათქვამი.

შესაბამისად, Morning Dew (Donk) არქივიდან დაბრუნებულ მასალა უფროა, ვიდრე ბიონსეს ახალი მუსიკალური ეტაპი. B’Day ბიონსეს კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდად რჩება. ალბომმა, რომელიც 2006 წელს გამოვიდა, მისი სოლო არტისტის იდენტობა განსაზღვრა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ისეთი სიმღერები, როგორებიცაა Déjà Vu, Ring the Alarm, Irreplaceable და Get Me Bodied.

ზევით