რატომ დგას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული სკანდალის წინაშე
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ძვირი ბილეთები, ექსტრემალური სიცხე და ებოლას საფრთხე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიული სკანდალის წინაშე აყენებს.
ცნობილი ქართველი დიზაინერი, ბრენდ Anouki-ს დამფუძნებელი და No More Plastic-ის ამბასადორი ანუკი არეშიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით გამომწერებს პარიზული მოგზაურობის დეტალებს უზიარებს. ანუკის დახვეწილი, ელეგანტური და კლასიკური სტილი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, თუმცა მოდის დედაქალაქში ჩასული IT გოგოსთვის პარიზულ სტილთან შეხამებაც რომ მნიშვნელოვანია, ეს მისი ჩაცმულობიდანაც ჩანს.
ანუკი არეშიძემ ფრანგი ქალების მინიმალისტური სტილი იდეალურად გაიმეორა და ლეგენდარული მოდის სახლის Chanel-ის აქსესუარებთან ერთად, პარიზული სტილისთვის დამახასიათებელი მონოქრომული ჩაცმულობა შემოგვთავაზა.
ანუკიმ შავი ბერმუდა შარვალი, ამავე ფერის სვიტერი, Chanel-ის კრემისფერი ლოფერები და ხელჩანთა მოირგო და გამომწერებს პარიზული სტილის ნამდვილი მასტერ-კლასი შესთავაზა.
ინსპირაცია:
MANGO - Checks knitted sweater 149 ₾
MANGO - Pleat straight trousers 149 ₾
MANGO - Gathered leather moccasin 199 ₾
MANGO - Twisted strap baguette bag 79 ₾