ღვინობისთვის ტრადიცია „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ კახეთში მეშვიდედ ჩატარდება
#მუსიკაოქროსფრად შემოსილი წინანდლის მამული, ჯაზისა და ღვინის დღესასწაულისთვის ემზადება. ღვინობისთვის 14-ში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის კარი „ჯაზისა და ღვინის ფესტივალისთვის“ გაიღება. წელს, ღონისძიებაზე, სტუმარი ქვეყნის სტატუსით, იტალია იქნება წარმოდგენილი.