OVER THE SKY - სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2023-ზე წარდგება
#მუსიკა2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, საქართველოს, ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ. მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსში საქართველო, სიმღერით Over The Sky, გამოჩნდება. კომპოზიციაზე მებო ნუცუბიძემ და ბეთხომ (ირაკლი მანჩხაშვილი) ერთობლივად იმუშავეს.