50 წელი ABBA-ს ევროვიზიის გამარჯვებიდან
#მუსიკამუსიკალური ჯგუფი, რომლის სიმღერებიც ყველა თაობის წამომადგენელმა ზეპირად იცის, მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ABBA ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გახდა. შვედურმა კვარტეტმა 1974 წლის აპრილში, ბრაიტონში გამართულ ევროვიზიაზე პირველი ადგილი სიმღერით “Waterloo” მოიპოვა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი მსოფლიო შვედური ჯგუფის წარმატებას კვლავ ზეიმობს.