ინგლისელი მომღერალი ფესტივალის სცენაზე არა ერთი ან ორი, არამედ ხუთი სხვადასხვა ლუქით გამოჩნდა.
28 ივნისს, დუამ ფესტივალის მესამე დღე ფენომენალური შესრულებით დახურა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოპ-კულტურის კაშკაშა ვარსკვლავის ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.
ფოტო:Getty Images
ვწერდი და ვოცნებობდი, დაუღალავად ვშრომობდი, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი
სიმღერებს შორის პაუზების დროს, დუამ ხუთი ლუქის გამოცვლა მოასწრო. მომღერლის სტილზე Jahleel Weaver-მა, რიანას სტილისტმა იზრუნა. Weaver-მა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში ახსენა, რომ დუას ხუთი ლუქის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა და ინსპირაცია, რაღა თქმა უნდა, ალბომისა და ამავე სახელწოდების ტურის - Radical Optimism-ის სიმღერებიდან აიღო.
ფოტოები:Jahleel Weaver
დუა ლიპასა და Weaver-ის ერთობლივ მუშაობას, ცეცხლოვან ნათლობად აფასებენ. მომღერლის გარეგნობაში თმის ფერის ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია. სტილისტის თქმით, "დუას წითელი თმა წარსული ეპოქებისგან ძალიან განასხვავებს. ქალ არტისტებში თმის ეს ფერი ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. როცა დუას თმას ვუყურებ, მაშინვე ცნობილი წითელთმიანები მაგონდება. ესენია Poison Ivy, The Cramps-იდან და Nina Hagen-ი". Weaver-ს Rihanna-სთან მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, არტისტის მეტამორფოზში თმის ფერის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის.
ფოტო:Getty Images
დიზაინერი თითოეულ ლუქს განიხილავს: პირველი ლუქი Chrome Hearts-ის Jesse Jo Stark-მა შექმნა. გამხსნელ ლუქს მისია ჰქონდა - ეჩვენებინა დუა ლიპას პიროვნება - ახალგაზრდა, ძლიერი, სექსუალური. ამ დავალების შესრულება კი Chrome Hearts-ის დიზაინერმა იდეალურად შეძლო. დუამ სცენა ტყავის მოკლე ქვედაბოლოთი გახსნა. ლუქს ქინძისთავები, უზარმაზარი ქამარი და ტყავის ჩექმები ამშვენებდა.
ფოტო:Getty Images
კონცერტის მეორე ნაწილი მყუდრო და ინტიმურ გარემოს ქმნიდა. სცენაზე ფაქტობრივად მხოლოდ დუა ლიპა და ბენდის წევრები იდგნენ. ამიტომაც, სტილისტმა ქალის თეთრეულის შთაგონებით მსუბუქი სამოსი შეარჩია. დუას მეორე ლუქში ვერსაჩეს ნაცრისფერი აბრეშუმის კაბა აცვია, რომელსაც შავი მაქმანები ამშვენებს.
ფოტო:Getty Images
ორსაათიანი პერფორმანსის მესამე ნაწილი ქორეოგრაფიით დატვირთული იყო, მომღერლის ჩაცმულობაც ამის შესაბამისად შეირჩა. მას Michael Schmidt-ის მიერ შექმნილი შავი და წითელი ჯაჭვის შორტები, შესაფერისი ქამრით, ეცვა. მაისური კი საკულტო ინგლისური ბენდის Shakespears Sister-ის პატივისცემის ნიშნად შეირჩა. ბენდის მაისური Saint Luis-ის უნიკალური ვინტაჟური კოლექციიდანაა. ლუქის ინსპირაცია კი Debbie Harry-ი გახლდათ.
ფოტო:Getty Images
სტილისტის თქმით, მეოთხე ლუქი წინამორბედების გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო. დიზაინი Acne Studios-ს ეკუთვნის.
ფოტო:Getty Images
ბოლო ე.წ. encore look-ი Loewe-ს დიზაინერებმა შექმნეს. ბოდე, რომელიც ყელსახვევს წააგავს, შორტები უზარმაზარი მეტალის ბალთიანი ქამრით და Gianvito Rossi-ს ჩექმები - აი ასე დახურა დუამ კონცერტი.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.