ქართული „ვოისიდან“ ამერიკულ „ვოისამდე“ - ნინი ბრეგვაძე ფინალისკენ მიდის
#მუსიკა„ამერიკული ოცნება რეალურია და მე მასში ვცხოვრობ!“ - ამერიკულ მეგაშოუში მონაწილე ქართველი კონკურსანტი, ნინი ბრეგვაძე, The Voice-ის ნახევარფინალშია. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინიმ, 9 საუკეთესო მომღერალს შორის დაიკავა ადგილი და 11 დეკემბერს, „ვოისის“ სცენაზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.