15 საათის წინ, ლელა წურწუმიას ახალი კლიპის პრემიერა მის საავტორო გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ და შემდეგ უკვე Youtube-ზეც შედგა. მუსიკალურ კლიპს უკვე 17 ათასზე მეტი ნახვა აქვს და მისი რაოდენობა ყოველ წუთას იზრდება. დიახ, Diva is back on screen!
სიმღერის სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“ მუსიკისა და ტექსტის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გახლავთ, კლიპი კი რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა გადაიღო. მუსიკალური კლიპის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მათ შორის ვაზისუბნის მამულში და Glarros OldTown-ში.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, ლელას შეცვლილი იმიჯი მუსიკალური კლიპის დასაწყისში და კოსტიუმები, რომლებიც მომღერალმა ვიდეოკლიპში ერთი მეორის მიყოლებით მოირგო. რა თქმა უნდა, ლელა ყოველი კადრის მთავარი მოვლენაა და მისი თითოეული ახალი გამოჩენაც უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა.
მუსიკალური ვიდეო სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიამ და მისმა მეუღლემ და პროდიუსერმა, მამულიჩამაც გადააზიარეს. კლიპს უკვე ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს. აშკარაა, რომ ლელას მუსიკალურ ეკრანზე დაბრუნებას მთელი საქართველო ველოდით.
ხვალ, ზეგ და მაზეგ თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მწერლებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და აქტივისტებს უმასპინძლებს. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი იწყება, რომელიც ამბების თხრობაზე, გამოცდილებების გაზიარებასა და დიალოგის წამოწყებაზეა ორიენტირებული
ნიუ-იორკში ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ Diddy კომბსის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თუ კომბსს დანაშაულები დაუმტკიცდა, შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ციხეში მოუწიოს დარჩენა.