ქეითი პერის კომენტარმა American Idol-ში მაყურებლის კრიტიკა პირველად დაიმსახურა
#მუსიკამხოლოდ იმიტომ, რომ ქეითი პერი American Idol-ის ჟიურის წევრია, არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველა უსიტყვოდ ეთანხმება. ორშაბათს, 17 აპრილის ეპიზოდში, საკონკურსო შოუს მსვლელობისას, მომღერლის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მაყურებლის უკმაყოფილება პირველად დაიმსახურა. ქეითი პერის კომენტარი არც მეტი არც ნაკლები მეგაშოუს ქართველი მონაწილისკენ, ნუცა ბუზალაძისკენ იყო მიმართული.