სოფია ჟირაუ Victoria's Secret-ის დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია: „ყველა ოცნება შეიძლება ახდეს“
#საზოგადოებასოფია ჟირაუმ, Victoria's Secret-ის ინკლუზიურობის ახალი ისტორია დაწერა, 24 წლის მოდელი პუერტო რიკოდან გახდა პირველი მოდელი დაუნის სინდრომით, რომელმაც ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სოფიამ Love Cloud-ის კოლექციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს „გაამყაროს Victoria's Secret-ის ურთიერთობა ქალებთან“.