მილანი - კოსმოპოლიტური კულტურის მექა
#მოგზაურობაDuomo di Milano-ს ადგილობრივები ხუმრობით „ზღარბსაც“ კი უწოდებენ, რაც ალბათ ტაძრის დიდი რაოდენობით მოჩუქურთმებული სვეტების დამსახურებაა. პიაცა დელ დუომოსთან საფეხმავლო-სასეირნო გალერეაა, რომელიც მილანელთა შეხვედრის ადგილადაც კი მიიჩნევა. გალერეადან პირდაპირი გასასვლელია პიაცა დელლა სკალაზე, სადაც ცნობილი La Scala-ს თეატრია განლაგებული.