სუპერმოდელების ეფექტური გამოჩენა და ნამდვილი ზეიმი Balmain-ის ჩვენებაში
#მოდაპარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 29 სექტემბერს, Balmain-ის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება გაიმართა, რომელიც საზეიმო მნიშვნელობიდან გამომდინარე იმაზე ეფექტური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ოლივერ რუსტენმა Balmain-ში გატარებული 10 წლის იუბილე აღნიშნა.