RECKLESS FW 2021 - ახალი თაობის მანიფესტი #MBFW
#MBFW TBILISIქართული მოდის ინდუსტრიაში ახალი ბრენდი სახელად RECKLESS 2020 წელს გამოჩნდა და ახალი სიტყვის თქმა დაიწყო ამ სამყაროში, ახალგაზრდული სულისკვეთებით, კრეატიული და ინდივიდუალური მიდგომით ამ საოცრად ავთენტურმა ბრენდმა თინეიჯერების და არამხოლოდ თინეიჯერების გულები მალევე დაიპყრო. სულ რამდენიმე წუთის წინ RECKLESS-მა მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე ციფრული კოლექცია წარადგინა და არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო მას თუ არა ახალი თაობის მანიფესტი.