თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს
#კულტურაივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.
ივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.
ლიტერატურის ისტორია ქალი მწერლების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, არა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებს წერის, საკუთარი თავგადასავლებისა თუ კულტურულ-მემკვიდრეობითი ისტორიების მოყოლა არ სურდათ, ან სულაც რეალობიდან გაქცევას და ახალი სამყაროს წარმოქმნას არ ლამობდნენ, არა, მათთვის ლიტერატურული სამყაროს კარი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრად ჩაკეტილი.
რამდენიმე კვირის წინ, ერთი ნიჭიერი გოგოს - მარიამ აქუბარდიას მიერ შექმნილი ილუსტრაციებით გამოსული კომიქსების სერია წარმოგიდგინეთ, ადამიანებზე, რომლებსაც ვერ მოვუსმინეთ, დღეს კი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ გოგოს პირველ პერსონალურ გამოფენას Why Not Gallery მასპინძლობს.
შესაძლოა ამ სერიალის პოსტერი უკვე ბევრჯერ შეგხვდათ, მაგრამ თანამედროვე მელოდრამებს მიჩვეულებმა ყურადღებაც არ მიაქციეთ და Netflix ტრადიციულად ჩასქროლეთ. დაბრუნდით! Anne with an E თქვენს list-ში აუცილებლად უნდა მოხვდეს!
ზაფხულის დადგომა არა ერთი საბაბის გამო შეიძლება გვიხაროდეს, თუმცა ამ სეზონის დიდი პრემიერები, რომლებსაც ასე დიდხანს მოუთმენლად ველოდით, უდავოდ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი საკაბელო ტელეარხები ისეთ სერიალებსა და ანიმაციებს გვიბრუნებენ ეკრანებზე, როგორებიცაა Why Women Kill, Love, Victor და Rick and Morty, ჩვენ აგრეთვე შესაძლებლობა გვაქვს Loki-სა და Sweet Tooth-ის პრემიერებით დავტკბეთ.
ელენე მახარაშვილი წლების წინ ამერიკაში გაემგზავრა, სამსახიობო კურსზე ჩაეწერა და ოცნებების რეალობად ქცევა თავადვე დაიწყო. პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სადაც ელენე ლეგენდარულ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად მონაწილეობდა, მსახიობი ორგზის ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის ფილმში, მთავარ როლში გვევლინება.
„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.
ზოგჯერ ცხოვრება მოსალოდნელზე უფრო რთული ხდება, ასეთი დღეების გამოსწორება კი მუსიკის მეშვეობით შეიძლება. მანქანაში იქნებით, თუ სახლში, მაქსიმალურად ხმამაღლა ჩართეთ ფლეიერი და მოუსმინეთ ჩვენს მიერ შერჩეულ საუკეთესო ტრეკებს.
ქართველი ხელოვანების ნიჭიერებას ის ფაქტი იდეალურად უსვამს ხაზს, რომ პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც დედამიწამ თითქოს სვლა შეანელა და ყველამ ჩაკეტილ სივრცეში გადავინაცვლეთ, მათ გამოსავალი მაინც იპოვეს და მეტიც, დიდი ხნის ოცნებებიც რეალობად აქციეს. დღეც, ახალგაზრდა მუსიკოსმა ათუკა ედიშერაშვილმა პირველი სოლო ალბომი Caverns of Time გამოუშვა, რომელზეც პანდემიის პირობებში დაუღალავად მუშაობდა.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საკუთარ კარიერაში ახალ ისტორიას წერს, ჩოგბურთელმა ბოლო 3 მატჩში ზედიზედ მოიპოვა გამარჯვება და კარიერაში პირველად, საფრანგეთის ღია პირველობის ბადეში მოხვდა