ჯაზი და ღვინო, ღვინო და ჯაზი კახეთის ცის ქვეშ
#მუსიკაღვინისა და ჯაზის ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. არც ეს წელი გახდა განსხვავებული და Jazz and Wine Kakheti-ს ფარგლებში, რომელიც 16 ოქტომბერს, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში გაიმართება, იტალიელი, ამერიკელი, პოლონელი და ქართველი არტისტები მუსიკალური აფეთქებისთვის ერთიანდებიან.