IT GIRL - ანუკი არეშიძის პარიზული სტილი
#მოდაცნობილი ქართველი დიზაინერი, ბრენდ Anouki-ს დამფუძნებელი და No More Plastic-ის ამბასადორი ანუკი არეშიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით გამომწერებს პარიზული მოგზაურობის დეტალებს უზიარებს. ანუკის დახვეწილი, ელეგანტური და კლასიკური სტილი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, თუმცა მოდის დედაქალაქში ჩასული IT გოგოსთვის რომ პარიზული სტილის შერწყმა მნიშვნელოვანია, ეს მისი ჩაცმულობიდანაც ჩანს.