რიჩარდ ავედონის ფოტომემკვიდრეობა
#ფოტოამბავი„ჩემთვის, ფოტოგრაფია ყოველთვის ორმხრივი სარკე იყო. მისი ერთი ნაწილი საგანს ასახავდა, მეორე კი მე“ - მოდის საკულტო ფოტოგრაფის და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტების ავტორის, რიჩარდ ავედონის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნად, პარიზში, Gagosian Gallery-ში ფოტოგრაფის გამოფენა ეწყობა. ადამიანი, რომელმაც პოპ კულტურის ისტორია ფირზე შემოგვინახა და რომლის ნეგატივებიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულების ოქროს ხანის ეპოქას ასახავენ, ახლა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია.