ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
#სამეფო ოჯახი10 წელი გავიდა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქორწინების ცერემონიიდან და ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის წყვილი დღემდე რჩება სამაგალითო, მყარ ურთიერთობად, რომელსაც დრომ მხოლოდ სიყვარული შემატა. ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად, კემბრიჯის ჰერცოგებმა სოციალური ქსელის მეშვეობით, ახალი პორტრეტები გამოაქვეყნეს.