All Roads Lead to Summer
#მოდათუ კი ახალი საცურაო კოსტიუმის ძიებაში ხართ, The Diary-ს გოგოებმა თქვენთვის ყველაზე ტრენდული და ყველაზე ლამაზი წყვილები შეარჩია, ასე რომ მოამზადეთ თქვენი ბარათი და სასიამოვნო შოპინგისთვის გაემზადეთ.
თუ კი ახალი საცურაო კოსტიუმის ძიებაში ხართ, The Diary-ს გოგოებმა თქვენთვის ყველაზე ტრენდული და ყველაზე ლამაზი წყვილები შეარჩია, ასე რომ მოამზადეთ თქვენი ბარათი და სასიამოვნო შოპინგისთვის გაემზადეთ.
ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარება ნელი, თუმცა თავდაჯერებული, საამაყო და პატივსაცემი ნაბიჯებით მიიწევს წინ. თუ კი რამდენიმე წლის წინ, მოდის სამყაროსთვის საქართველოს არა მხოლოდ ადგილმდებარეობა, არამედ არსებობაც კი უცნობი იყო, დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის დიზაინერების სამოსით მსოფლიოს ნომერ პირველი ვარსკვლავები: ქენდალ ჯენერი, ბიონსე, ლედი გაგა, ქენდის სვეინპული, ბილი აილიში, ჯესი ჯეი და სხვები იწონებენ თავს. ამ ამაღელვებელი და სასიხარულო სიახლის უკან კი თითქმის ყოველთვის ერთი ადამიანი - თათა ქართველიშვილი დგას.
მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილ დიზაინებს თეზისი რომ ჰქონდეთ, ის უდავოდ ფემინიზმისა და მოდის განუყრელობაში მოიძებნებოდა. მოდის სახლ Dior-ის პირველმა ქალმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, სადებიუტო ჩვენებაში ხაზი მკვეთრად გაუსვა ამ მოვლენის მნიშვნელობას, 2016 წლის სექტემბერს გამართულ Dior-ის ჩვენებაში, მოდელებმა ერთი-მეორის მიყოლებით მოირგეს ზედები წარწერით WE SHOULD ALL BE FEMINISTS (ჩვენ, ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ).
საკულტო მეგობრების - ჩენდლერის, მონიკას, ჯოუის, ფიბის, როსისა და რეიჩელის ხილვის საშულაება, Friends-ის ერთგულ გულშემატკივრებს სულ რამდენიმე დღეში შეეძლებათ. სიტკომის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ, შოუს შემქმნელები და სამსახიობო გუნდი HBO-სთან ერთად, სპეციალურ სერიას გვიმზადებენ, რომელსაც 27 მაისს ვიხილავთ, დროა თარიღი საგულდაგულოდ მოვინიშნოთ კალენდარში.
ერთი წლის წინ მაილი საირუსმა ლოს-ანჯელესის მყუდრო უბანში საცხოვრებელი სახლი შეიძინა 6 საძინებლითა და 7 აბაზანით, რომლის გარდაქმნას და მოწყობას მომღერალი ყიდვისთანავე შეუდგა, ერთი წლის შემდეგ კი მაილიმ ფერადი, სახასიათო და მყუდრო სახლის შექმნა შეძლო. ყველაფერი კი მაილის დედის, რომელიც მომღერლის პირადი მენეჯერი გახლავთ უკვე 16 წელია, და ინტერიერის დიზაინერის მეთ სანდერსის დამსახურება გახლავთ.
აქსესუარები ჩვენი ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილია, მოდური ჩაცმულობისთვის სწორად შერჩეული სამკაული, ხელჩანთა თუ თავსაბურავი ყოველთვის საუკეთესო ტანდემს ქმნის. 2021 წლის ტრენდულ აქსესუარებს თუ გადავავლებთ თვალს, აქ ყველა გემოვნებისა და სტილის მქონეთათვის აღმოაჩენთ სასურველ ნივთს, თუმცა თქვენი დავალების გასამარტივებლად, წარმოგიდგენთ The Diary-ს რჩეულ 5 აქსესუარს, რომლითაც გვიან გაზაფხულსა და ზაფხულზე შეგიძლიათ მოიწონოთ თავი.
Beach Waves ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ვარცხნილობაა, რომლის მისაღებად სანაპიროზე ყოფნა აუცილებელი სულაც არ არის. საბედნიეროდ ტალღოვანი თმის ეფექტის მიღება სახლის პირობებშიც შესაძლებელია, თანაც საკმაოდ მარტივი ხერხებით, დღეს სწორედ 3 ასეთ ხერხს გაგანდობთ.
19 სეზონის, 30-ზე მეტი „ემის“ ჯილდოს, თავისუფლების მედალის, მილიონობით გულშემატკივრისა და ერთგული თაყვანისმცემლის მიუხედავად, ელენ დეჯენერესმა გადაწყვეტილება მიიღო - ტელეწამყვანი საკუთარ ტელეშოუს The Ellen DeGeneres Show-ს ასრულებს. ამის შესახებ, ელენმა Hollywood Reporter-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც წესი, მოდის კვირეული საზოგადოების ყურადღების ქვეშ არა მხოლოდ ჩვენებებით, არამედ ასევე Street style შოუებით ექცევა, რომლისთვისაც ინფლუენსერები და მოდის მოყვარულები განსაკუთრებულად ემზადებიან.
თუ კი საგულდაგულოდ შედგენილი სერიალებისა და ფილმების სია თქვენც ამოწურეთ და ახლა აღარ იცით, კომენდანტის საათის შემდეგ თავი რით გაირთოთ, მაშინ 3 პრემიერას შემოგთავაზებთ Netflix-სგან, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.