საკო წოწორია Lancôme-თან თანამშრომლობასა და ბრენდის სარეკლამო კამპანიაზე
#სილამაზეჟურნალისტი და მარკეტერი საკო წოწორია, რომელმაც მოდის სამყაროში ბედი part-time job-ად სცადა, რათა ბარსელონაში სწავლის პარალელურად შემოსავალი ჰქონოდა, ალბათ, ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა წარმატება ელოდა მას ამ სფეროში, ალბათ ვერც იმას იფიქრებდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სილამაზის ბრენდ Lancôme-ის Advanced Génifique Face Serum-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღებდა მონაწილეობას, რომლის ამბასადორებიც თავად პენელოპე კრუსი და ამანდა სეიფრიდი არიან.