SPENCER-ის შესახებ და დიდი არჩევანის ზღვარზე მყოფი პრინცესა დიანას პორტრეტი
#კინოკრისტენ სტიუარტი, ტიმოთი სპოლი და ჯეკ ნილენი რეჟისორ პაბლო ლარაინის ახალ ეკრანიზაციაში ერთიანდებიან და კიდევ ერთხელ ცდილობენ, მე-20 საუკუნის ხალხის რჩეული პრინცესას - დიანას პორტრეტი ახლებური ხედვით წარმოგვიდგინონ. კრისტენის ლედი დი უნიკალურია, ვერაფრით მიამსგავსებთ აქამდე ნანახსა და გაგონილს, ნარატივი დამაინტრიგებელია, დამნაშავე კი ხან არავინ, ხან კი ყველაა.