სიყვარულით GOGO!-სგან: თუ ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს ეძებ

სიყვარულით GOGO!-სგან: თუ ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს ეძებ

ვებ-პლატფორმა The Diary 1 წლის წინ ქალების ხელით შეიქმნა, ჯერ კიდევ სტარტაპის ეტაპზე ყოფნის პროცესში გადავწყვიტეთ, რომ ქართველი ქალი ანტრეპრენებისთვის მხარდაჭერა უნდა გამოგვეცხადებინა და მაქსიმალურად დავხმარებოდით თითოეულ გოგოს/ქალს საკუთარი მიზნების მიღწევაში.სწორედ ამ მიზნით საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასთან მემორანდუმი გავაფორმეთ და ჩვენი მკითხველისთვის ყოველკვირეული რუბრიკა GOGO! შევქმენით.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა 2 ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში 225 ხოლო აკვრაში 267 კილოგრამი. ლაშამ თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი ასწია, რითაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

ფრჩხილის 8 დიზაინი თქვენი საახალწლო განწყობისთვის

ფრჩხილის 8 დიზაინი თქვენი საახალწლო განწყობისთვის

თქვენც დღეებს ითვლით ახალი წლის დადგომამდე და ყველა ღონეს ხმარობთ, რათა საუკეთესო სადღესასწაულო განწყობა შეიქმნათ? მაშინ გეტყვით, რომ მარტო არ ხართ, ნაძვის ხის, საახალწლო დეკორაციების, მორთულობებისა და მუდმივად თემატური ფლეილისთის მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ახალი წლის მოლოდინით გამოწვეული აღფრთოვანება ფრჩხილებზეც გადმოგვეტანა და თქვენთვის 8 განსაკუთრებული ფრჩხილის დიზაინი შემოგვეთავაზებინა.

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

სტივენ სპილბერგის West Side Story რეჟისორის თავში დაიბადა, თუმცა არა უახლოეს წარსულში, ლეგენდარული მიუზიკლის ეკრანზე გადმოტანა სტივენმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ფენიქსში, 1950-იან წლებში პატარა სპილბერგს მხოლოდ მიუზიკლის საუნდტრეკი ესმოდა და ცდილობდა ცეკვის ყოველი მოძრაობა გონებაში გაეცოცხლებინა.

„წარმატებაზე არასდროს მიოცნებია, მე მისთვის ვმუშაობდი“ -  ესტე ლაუდერი

„წარმატებაზე არასდროს მიოცნებია, მე მისთვის ვმუშაობდი“ - ესტე ლაუდერი

Estée Lauder Companies საღი გადაწყვეტილებების და ცოტა იღბლის წყალობით, ბრენდმა მოახერხა და დამაარსებლის სახელიც კი გადაფარა, ისე როგორც ამას ვერც ერთი მისი კონკურენტი ვერ მოახერხებდა" - წერდა მოდის კრიტიკოსი სიუზი მენკესი 1996 წელს, როდესაც კომპანიის დაარსების 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ტრადიციები

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ტრადიციები

პაბლო ლარანის უახლესმა ეკრანიზაციამ Spencer-მა კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ტრადიციებისთვის მოგვეკრა თვალი და მათი ოჯახური ვახშმით, საერთო ფოტოსურათებითა და შობის ღამეს გახსნილი საჩუქრებით ის დახურული კარი შეგვეღო, რომელიც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვისაა ცნობილი.

დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

დღეიდან გალერეა „შარდენი“ გიორგი მირზაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

დღეს, 16 დეკემბერს, გალერეა შარდენში, ქართველი ფერმწერისა და პოეტის გიორგი მირზაშვილის საიუბილეო გამოფენა იხსნება. 60 წლის ხელოვანმა ახალი ნამუშევრებით დახუნძლული გამოფენა დედას მიუძღვნა. ექსპოზიციას საფუძვლად ლურჯ ფერებში შექმნილი პეიზაჟები დაედო, რომელიც მთელი გამოფენის კონცეფციადაც იქცა.

საახალწლო დეკორაციებით მორთული თბილისი

საახალწლო დეკორაციებით მორთული თბილისი

უკვე გრძნობთ საახალწლო მაგიას ქალაქში? უკვე რამდენიმე წელიწადია ჩვენი სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაზე, საგულდაგულოდ მორთულ-მოკაზმული ქალაქი ზრუნავს, ჯადოსნური განათებები, უზარმაზარი დეკორაციები, ღამით გადანათებული ქუჩები და ჩვენი ყველაზე დიდი მშვენიერება - ნიუ-იორკის როკფელერის საკულტო ნაძვის ხის შთაგონებით შექმნილი თბილისური ნაძვის ხე.

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

„ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარდგენილი „მეოთხე ბრაიტონი“ ყველაზე დიდ დაჯილდოებამდე დიდების მოხვეჭას განაგრძობს და არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზის მფლობელადაც გვევლინება.

ნიკოლოზ ქაჯაია სიმღერით Let's Count The Smiles ევროვიზიაზე მე-2 ნომრად წარდგება

ნიკოლოზ ქაჯაია სიმღერით Let's Count The Smiles ევროვიზიაზე მე-2 ნომრად წარდგება

ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე დაწერილი სიმღერა „დავთვალოთ ღიმილები“ (Let's Count The Smiles), 19 დეკემბერს პარიზში, „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე გაჟღერდება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, ენერგიული და მუსიკალური ბიჭი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად წარდგება.

ზევით