DIOR CRUISE 2023 SHOW - ოდა ესპანურ კულტურას
#მოდა2023 წლის საკრუიზო ჩვენებისთვის Dior სამხრეთ ესპანეთში გაემგზავრა და სევილიის Plaza de España-ში ესპანეთის კულტურის პატივსაცემად შექმნილი კოლექცია წარადგინა.
2023 წლის საკრუიზო ჩვენებისთვის Dior სამხრეთ ესპანეთში გაემგზავრა და სევილიის Plaza de España-ში ესპანეთის კულტურის პატივსაცემად შექმნილი კოლექცია წარადგინა.
კლასიკური Bad Boy-ს გლობალური წარმატების შემდეგ, ბრენდმა ახალი მასკულინური თავგადასავალი Bad Boy Cobalt წარმოგვიდგინა. ძლიერი, ქარიზმატული და მომხიბვლელი მამაკაცების ეპოქა გრძელდება, ამჯერად უკვე ინტენსიური ლურჯი ფერით. სუნამო გამოხატავს მამაკაცის ერთგულ, მიზანდასახულ და მდგრად ხასიათს.
ციფრული დიპლომატიის სპეციალურმა შტაბმა ტექნოლოგიურ გიგანტებს Meta-ს, Twitter-სა და Google-ს, რუსეთის მთავრობისა და ასოცირებული ანგარიშების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
Carolina Herrera-ს Very Good Girl-ის გლობალური წარმატების შემდეგ, ბრენდმა ახალი, მეტად გლამურული Very Good Girl Glam წარმოადგინა. რთულად მოპოვებული ინგრედიენტებისა და განსხვავებული ექსტრაქციის მეთოდით დამზადებული სუნამო, ქალურ სიძლიერეს, უშიშარ ხასიათს და ბრწყინვალე სულიერ სამყაროს გამოხატავს.
14 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში დაცულ ტერიტორიაზე, პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი KASS LAND საზეიმოდ გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათად დაშბაშის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრიანი ბრილიანტის ხიდი იქცა, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული.
9 ივნისს, 2-წლიანი შესვენების შემდეგ, Top Marques Monaco მე-17-ედ გაიხსნა, 12 ივნისის ჩათვლით, პრინცმა ალბერტ II წარმოგვიდგინა სანახაობრივი სუპერმანქანები, მოტოციკლები, სუპერნავები და მდიდრული მაჯის საათებისა და სამკაულების დიდი კოლექცია.
თბილისის შუაგულში, ვახტანგ ორბელიანის 8/10-ში ნამდვილ საგანძურს Museum Hotel Tbilisi-ს მყუდრო Cafe Museum-ს მივაკვლიეთ ქალაქში ერთ-ერთი უგემრიელესი სამზარეულოთი. ევროპულ-აზიურ სტილში გადაწყვეტილი კაფე, დახვეწილი ინტერიერით, გამწვანებული ტერასითა და რაც ყველაზე მთავარია შეუდარებელი მენიუთი ჩვენთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.
17 ივნისს, მთაწმინდის პარკში ჯგუფი „მგზავრები“ Underwheel Club-ში „დიდ საზაფხულო კონცერტს“ გამართავს. „მგზავრები“ მსმენელის წინაშე ძველი და ახალი ალბომით წარსდგება, კონცერტზე გაიჟღერებს როგორც ჰიტად ქცეული, აგრეთვე ახალ რეპრეტუარში შემავალი სიმღერები.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ინეზა კემულარია 1 წლის წინ გამოჩნდა, ხისტი მეგრული იუმორით, სარკაზმითა და პირდაპირობით გაჯერებულმა პაროდიულმა სკეჩებმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ათიათასობით ერთგული გულშემატკივარიც შეიძინა სოციალურ ქსელში. მწვავე პოლიტიკური მოვლენები და თავად პოლიტიკოსები, მოდის სამყარო და ცნობილი ადამიანები ინეზას სამიზნე ობიექტი ყველა და ყველაფერი ხდება, რაც კი საზოგადოების ინტერესს იმსახურებს.
ახალგაზრდა ქართველი მოდელის მორიგი წარმატება - მატილდა გვარლიანი Emporio Armani-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო ვიდეორგოლი გრეგორი ჰარისს ეკუთვნის, მატილდასთან ერთად კამპანიაში მონაწილეობენ ლიზა ჰანი, კიტ კლარკი, სტენ ტეილორი, უილიამ ფრანკლინ მილერი, აიშა სესი და რაც მთავარია, ვიდორგოლის სპეციალური სტუმრები - ძაღლები.