ემილი ბრონტეს კლასიკა „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ეკრანებზე ახალი ინტერპრეტაციით ბრუნდება. ოსკაროსანი რეჟისორი ემერალდ ფენელი, რომლის შემოქმედებაშიც ფილმები Promising Young Woman და Saltburn იწერება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოტიკური რომანის ეკრანიზაციითაა დაკავებული. ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის თებერვალში გამოვა და შესაძლოა, პრემიერა ვალენტინობის დღესაც დაემთხვეს.
მარგო რობი და ემერალდ ფენელი
რა თქმა უნდა, მაყურებელს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, თუ ვინ იქნებიან მთავარი როლების შემსრულებლები. რეჟისორმა არჩევანი ავსტრალიელ მსახიობებზე შეაჩერა: ქეთრინის როლს 34 წლის მარგო რობი ასრულებს, ხოლო ჰითკლიფის როლში 27 წლის ჯეიკობ ელორდის ვიხილავთ, რომელიც სერიალ Euphoria-დან და ფენელის წინა ნამუშევრიდან, Saltburn-იდანაა ცნობილი.
ქეთრინისა და ჰითკლიფის ბავშვობას ეკრანზე ოუენ კუპერი და შარლოტ მელინგტონი გააცოცხლებენ. ოუენი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, Adolescence-ის მთავარი გმირია, ხოლო შარლოტმა საზოგადოებას თავი Matilda the Musical-ით დაამახსოვრა.
მთავარი როლებისთვის შერჩეული მსახიობების შესახებ საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ინტერნეტში განიხილავენ მსახიობების, განსაკუთრებით მარგო რობის ასაკს — წიგნში ქეთრინი თინეიჯერია და გარეგნულადაც რობისგან განსხვავებული, შავგვრემანი გმირია. გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ფოტოებში ელორდის ოქროს კბილი მოუჩანს, რაც ასევე განხილვის საკითხი გახდა.
Ph: Splash News
თუმცა ეს ხომ ინგლისური რომანის პირველი ეკრანიზაცია არ არის? „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ მიხედვით არაერთი ფილმი, სერიალი, საოპერო და თეატრალური დადგმა შექმნილა. ამიტომაც, პირიქით მისასალმებელია, თუ ფენელი რომანის მთავარ ამბავსა და გმირებს ახალი, განსხვავებული პერსპექტივით დაგვანახებს. თანაც, ჯეიკობ ელორდიმ და მარგო რობიმ თავიანთი კარიერის განმავლობაში პროფესიონალიზმში უკვე დაგვარწმუნეს, ამიტომაც, შესაძლოა, პრემიერის შემდეგ კრიტიკოსები სასიამოვნოდ გაოცებულებიც კი დარჩნენ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და კინოთეატრების ეკრანებზე შევაფასოთ, რამდენად შეძლებენ მსახიობები და რეჟისორი ბრონტეს ვნებიანი და ტრაგიკული ამბის თანამედროვე კინემატოგრაფიის ენაზე გადმოცემას.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.