DOLCE & GABBANA-დან LA MARTINA-მდე: მოდის ინდუსტრიის ლიდერები THEDIARY CONCEPT HOUSE-ში

19-21 ივნისს თბილისში Global Tech Weekend ბრუნდება. მეორე წელია, რაც ამ მასშტაბური ტექნოლოგიური და კულტურული დღეების მედია პარტნიორი TheDiary გახლავთ. ამ სეზონზე კი, პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის.

TheDiary, StartUp Büro-სთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურ შეხვედრას (PechaKucha Night Tbilisi Vol.24) 19 ივნისს, 15:00 საათზე, TheDiary Concept House-ში უმასპინძლებს.

შეხვედრა მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებს, კრეატორებს, ინოვატორებსა და მედიის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

PechaKucha-ს ფორმატი ამბის თხრობის იაპონური ხელოვნებაა, სადაც სპიკერებს მთელი თავიანთი კარიერული გზის მხოლოდ 6 წუთში წარმოსაჩენად 20 სლაიდი და თითოეულზე 20 წამი აქვთ გამოყოფილი. ღონისძიების სპიკერები კი საერთაშორისო მოდისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.

Dolce & Gabbana Beauty, Marco Tombolini, დოლჩე და გაბანა, მარკო ტომბოლინი, Global tech Weekend Tbilisi, TheDiary

Marco Tombolini - Dolce & Gabbana Beauty-ის ბიზნეს ანალიზის გლობალური ხელმძღვანელი.

მათ შორისაა მარკო ტომბოლინი, Dolce & Gabbana Beauty-ის ბიზნეს ანალიზის გლობალური ხელმძღვანელი, რომელიც ისაუბრებს მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობაზე სილამაზისა და მაღალი მოდის ინდუსტრიაში.

Digital Fashion Academy, Enrico Fantaguzzi, ენრიკო ფანდაგუცი, global tech weekend Tbilisi, TheDiary

Enrico Fantaguzzi -Digital Fashion Academy-ის დამფუძნებელი.

საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს ენრიკო ფანტაგუციც, Digital Fashion Academy-ის დამფუძნებელი და Gucci-ის ყოფილი E-Business Design ხელმძღვანელი. მისი გამოსვლა ციფრული კომერციის განვითარებასა და ისეთი ბრენდების გამოცდილებას დაეთმობა, როგორებიცაა Gucci, Woolrich და Twinset.

La Martina, Digital Fashion Academy, Enrico Roselli, ენრიკო როსელი, Global Teck Weekend Tbilisi, TheDiary

Enrico Roselli - La Martina-ს CEO.

 

სპიკერებს შორის იქნება ენრიკო როსელიც, La Martina-ს გენერალური დირექტორი, რომელიც გლობალური ბრენდების მართვის თანამედროვე გამოწვევებსა და ციფრულ ეპოქაში ბრენდინგის ცვლილებებზე ისაუბრებს.

დღეს ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნიკური ინსტრუმენტები აღარ არის. ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბიზნესზე, მედიაზე, მომხმარებლის ქცევასა და კულტურაზე. სწორედ ამიტომ, შეხვედრის მონაწილეები უშუალოდ ინდუსტრიის ლიდერებისგან მოისმენენ, როგორ იყენებენ საერთაშორისო კომპანიები AI-სა და ციფრულ ინსტრუმენტებს მომხმარებელთან უფრო ეფექტური კავშირის დასამყარებლად.

Global Tech Weekend Tbilisi, TheDiary, StartUp Buro

ღონისძიება დახურული ფორმატის იქნება და დასწრების შესაძლებლობა შეზღუდულია. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი ნეთვორქინგს დაეთმობა, რაც მონაწილეებს საერთაშორისო პროფესიონალებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიების ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე. TheDiary x StartUp Büro-ს შეხვედრა შესაძლებლობაა, გახდეთ იმ დისკუსიის ნაწილი, რომელიც მოდის ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.

ზევით