26 წლის შემდეგაც კი, უელსის პრინცესას - დიანას პანორამა ინტერვიუ, რომელიც პრინცესა დიანამ BBC-ის ჟურნალისტ მარტინ ბაშირს მისცა, კვლავ განხილვის საგანია. მოგეხსენებათ, პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის მოთხოვნით, BBC-ს სამაუწყებლო კომპანიაში ჩატარდა გამოძიება, რომელმაც მარტინ ბაშირი მანიპულაციაში დაადანაშაულა და ლედი დის სკანდალური ინტერვიუს არაპროფესიონალურ გზით მოპოვებაშიც დასდო ბრალი.
ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ BBC-მ პრინცესა დიანა ინტერვიუზე მანიპულაციის გზით დაითანხმა. ჟურნალისტი მარტინ ბაშირი, დიანას ძმას ჩარზ სპენსერს დაუახლოვდა და ნდობის მოპოვების შემდეგ მას ყალბი საბანკო ამონაწერები აჩვენა, იმის დასამტკიცებლად, თითქოს საიდუმლო სამსახური უელსის პრინცესას უთვალთვალებდა და შეხვედრის ჩანიშვნა მასთან სიკვდილ-სიცოცხლის საქმე გახლდათ.
BBC-მ გამოძიების დასრულების შემდეგ ბოდიში სამეფო ოჯახს და პრინცესა დიანას შვილებს საჯაროდ მოუხადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ არის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და სამაუწყებლო კომპანიას საკმაოდ დიდი კომპენსაციის 1.5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს სამეფო ოჯახისთვის.
პრინცესა დიანს ახლო მეგობარმა როზა მონკტონმა ტაბლოიდებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპენსაციის გადაწყვეტილება მისთვის სავსებით მართებული და ლოგიკურია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს საფასური არაფერია იმ ზიანთან შედარებით, რაც პრინცესა დიანას ამ ინტერვიუს გავრცელების შემდეგ მიადგა. ჯერჯერობით პრინც უილიამსა და პრინც ჰარის ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რას შეეხებოდა ინტერვიუ?
1995 წელს უკვე 3 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პრინცესა დიანამ და პრინცმა ჩარლზმა გაშორების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც მხოლოდ 1 წლის შემდეგ მიიღო ოფიციალური სახე. სწორედ ამ დროს პრინცესა დიანა BBC-ს ინტერვიუს დათანხმდა ერთ-ერთ საგამოძიებო რუბრიკაში სახელწოდებით Panorama, სადაც გულწრფელად უნდა ესაუბრა პრინც ჩარლზთან ქორწინების წლებზე.
პრინცესა დიანას ინტერვიუ შოკისმომგვრელი გახლდათ, მან ხმამაღლა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მის ქორწინებაში 3 ადამიანი (კამილა ბოულსი) იმყოფებოდა და სწორედ ამ ხალხმრავლობამ შეუშალა წყვილს ხელი ბედნიერებაში. პრინცესა დიანამ, სამეფო ოჯახისგან განსხვავებულ მოპყრობაზეც ისაუბრა მის მიმართ, რაც მისი და ჩარლზის განქორწინების ამბის გახმაურების შემდეგ კიდევ უფრო გართულდა.
ადამიანების დღის წესრიგი ერთ ღამეში შეიცვალა, მე პრინცი ჩარლზის ყოფილი მეუღლე კი არა, პრობლემა ვიყავი, ვალდებულება მათ თვალში, ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა
გამოძიების დასკვნის მიხედვით, მარტინ ბაშირმა უღირსი მეთოდები გამოიყენა პრინცესა დიანას "ასალაპარაკებლად", დიანას ძმა ჩარლზ სპენსერი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტთან ჩაწერილმა ინტერვიუმ დიანას ცხოვრება გააუარესა და მას საბოლოოდ დაუკარგა გარშემომყოფთა რწმენა. მარტინ ბაშირისთვის კი ინტერვიუ კარიერული აღზევების საბაბი გახდა, ის კარიერის დასრულებამდე მუშაობდა BBC-ში.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.