კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის პროგრესულად მოაზროვნე წევრები არიან, ქეითი და უილიამი ყოველთვის ფეხს უწყობენ სიახლეებს და სოციალური ქსელებითაც ხშირად სარგებლობენ, მონარქებმა ახალი სოციალური პლატფორმაც შექმნეს და კემბრიჯელები ოფიციალურად YouTube-ერები არიან.
ფრთხილად იყავი ყველაფერთან რასაც ამბობ, ისინი ყველაფერს იწერენ - ვიცი!
ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა Youtube არხის შექმნა რამდენიმეწამიანი თიზერით ამცნეს მსოფლიოს, რომელიც კემბრიჯელების მონარქული ცხოვრებისა და თავგადასავლების კადრებს აერთიანებს, თუ კი ყველაფერი ამ კადრების მიხედვით წავიდა, მაშინ უდავოა, რომ სამეფო ოჯახის წევრების Youtube არხი დიდი პოპულარობით ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი მონარქი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდა, რომელიც Youtube პლატფორმას შეუერთდა, თავად დედოფალი ელისაბედ II გახდა. 2007 წელს დედოფლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არხის საშუალებით ელისაბედ II-ის მიმართვების მოსმენა მთელი მსოფლიოსთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. Youtube არხი დღემდე ხელმისაწვდომია და აქ არა ერთი არქივის ნახვა შეგიძლიათ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.