2026 წელს, „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე, საქართველო გიორგი სიხარულიძის ფილმით „პანოპტიკონი“ წარდგება. ფილმი 16 სექტემბერს გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. კონკურსში ორი ნამუშევარი მონაწილეობდა: მერაბ კოკოჩაშვილის „ტერცო მონდო“ და გიორგი სიხარულიძის „პანოპტიკონი“.
ფილმის სიუჟეტი მოზარდის, სანდროს ირგვლივ ვითარდება, რომელიც მას შემდეგ, რაც მამამ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, ხოლო დედა ემიგრაციაში, სრულიად მარტო რჩება. ახალგაზრდა ინტროვერტი თვითშემეცნების გზას ადგება, რომელსაც ის ულტრამემარჯვენე რადიკალ ლაშასთან მიჰყავს. ამის პარალელურად სანდრო საკუთარ სექსუალობას იკვლევს. ფილმი თანამედროვე პოსტსაბჭოთა საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობს.
ეს არის კვლევა იმისა, თუ სად გადის ზღვარი დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის, როგორ ეძებს ქვეყანა ბალანსს რელიგიურ კონსერვატიზმსა და ნაციონალიზმს, თავისუფლებისა და მოდერნიზაციის სურვილს შორის. ფილმში მთავარ როლს დათა ჩაჩუა ასრულებს, ასევე თამაშობენ ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე, ვახო კედელაძე.
გიორგი სიხარულიძის ფილმმა საერთაშორისო კინო საზოგადოების ყურადღება უკვე დაიმსახურა. მთავარი როლის შემსრულებელი, დათა ჩაჩუა, აზია-წყნარი ოკეანის აკადემიის (APSA) სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა და „აზიური ოსკარის“ სახელით ცნობილ დაჯილდოებაზე საქართველოს პირველი გამარჯვებული მოუტანა.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.