კემრბიჯის ჰერცოგინია მოვალეობების შესრულებას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. ქეით მიდლტონმა Ribbon Academy-ს მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა და მათთან ერთად არა ერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ ახერხებენ ისინი Covid 19-ის პანდემიის ფონზე მობილიზებას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. საუბრები ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობასაც შეეხო, შეგახსენებთ, რომ ეს კვირა, სწორედ ამ თემატიკას მიეძღვნა.
თქვენ საოცრად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებაში. მასწავლებლები სამაშველო რგოლივით ხართ ბევრი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში
ქეით მიდლტონმა მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრისთვის არჩევანი Rebecca Taylor-ის ცისფერ ორეულზე შეაჩერა და მას ოქროს საყურეები და მსუბუქი მაკიაჟი შეუხამა. შეხვედრის განმავლობაში ქეითი, სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა.
კემბრიჯის ჰერცოგინია ამ ლუქით უკვე მეორედ ვიხილეთ. 2017 წელს ქეითს ეს ორეული Ronald McDonald House-ში სტუმრობისას ეცვა. პირველად, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ორეულთან პრინცესა დიანას საფირონის საყურეები მოირგო, რომელიც ქეითს, პრინცმა უილიამმა ქორწილის დღეს აჩუქა.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.