ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. HBO ჰოგვორტსის ლეგენდარულ პერსონაჟებს ახალ ცხოვრებას, მაყურებელს კი ეკრანზე ახალ სახეებს უმზადებს.
Papa Essiedu და Janet McTeer
სერიალში ალბუს დამბლდორის როლს John Lithgow შეასრულებს. მის გვერდით მაყურებელი იხილავს Janet McTeer-ს, რომელიც მინერვა მაკგონაგელის როლში გამოჩნდება. სევერუს სნეიპს Paapa Essiedu გააცოცხლებს, ხოლო რუბეუს ჰაგრიდს Nick Frost-ი. ასევე ცნობილი გახდა, რომ პროფესორ ქვირელის როლში Luke Thallon-ს ვიხილავთ, არგუს ფილჩის პერსონაჟს კი Paul Whitehouse-ი განასახიერებს.
HBO-ს სერიალი რამდენიმე წელს გაგრძელდება და თითოეული სეზონი წიგნის ერთ ნაწილს დაეთმობა. ეს საკმაოდ დიდი დროა და სავარაუდოდ, გაცილებით უფრო ღრმა და ემოციურად დატვირთული ეკრანიზაცია გველის წინ, რადგან ფილმებში წიგნის ბევრი დიალოგი ვერ მოხვდა და ზოგიერთი პერსონაჟის განვითარებაც არასაკმარისად იყო ნაჩვენები. ყოველი წიგნისთვის თითო სეზონი კი საკმარისია, რომ მაგიური სამყაროს სრულყოფილი ისტორია ეკრანზე გაცოცხლდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოგვორტსის პროფესორების როლები უკვე გადანაწილებულია, ჰარის, ჰერმიონისა და რონის შემსრულებლების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. უკვე გამოცხადდა 9-დან 11 წლამდე მსახიობებისთვის ღია კასტინგი, რომელზეც 30,000-ზე მეტმა ბავშვმა გაგზავნა განაცხადი. საბოლოო შერჩევა სავარაუდოდ მალე დასრულდება, რადგან გადაღებები 2025 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი წიგნების სერიის ავტორი ჯოან როულინგი იქნება. მასთან ერთად იმუშავებენ დევიდ ჰეიმანი (Harry Potter-ის ფილმების პროდიუსერი) და Brontë Film and TV-ს გუნდი. HBO იმასაც დაგვპირდა, რომ სერიალი ზედმიწევნით გაჰყვება წიგნის შინაარსს.
გავრცელდა ასევე ხმები, რომ ვოლდემორის როლზე შესაძლოა კილიან მერფი განიხილებოდეს, თუმცა ეს ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი, ერთი რამ ზუსტად ვიცით - მომავალში, ჰარი პოტერის სერიალი HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი ტელეპროექტი გახდება.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.