გრემის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, ამის მიზეზი მსახიობ და მუსიკოს ნატ ვულფთან რომანი გახლავთ, რაც ვენეციაში პაპარაცების გადაღებულმა ფოტოებმა დაადასტურა.
2025 წლის 8 ივნისს, 23 წლის აილიში და 30 წლის ვულფი ვენეციის ერთ-ერთ აივანზე შამპანურს მიირთმევდნენ და ერთმანეთის გვერდით ყოფნით ტკბებოდნენ. სწორედ ამ დროს გადაიღეს პაპარაცებმა მათი კოცნის ამსახველი კადრები, რომლებიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში. 2023 წელს ჯესი რეზერფორდთან დაშორების შემდეგ, ეს ბილი აილიშის პირველი საჯარო ურთიერთობაა.
ნატი და ალექს ვულფები ბილი აილიშის კონცერტზე. ფოტო: Kevin Mazur/ Getty Images
ბილი აილიშისა და ნატ ვულფის ურთიერთობა მუსიკის გავლით დაიწყო. ნატმა და მისმა ძმამ, ალექსმა, ბილი აილიშის 2024-2025 წლების მსოფლიო ტურნეზე გახსნითი ნომრები შეასრულეს. წყვილი ერთმანეთს პირველად ლოს-ანჯელესის აკადემიის მუზეუმის გალაზე შეხვდა. მოგვიანებით, 2024 წელს, ვულფი ბილი აილიშის კლიპში „CHIHIRO“ გამოჩნდა, რამაც მათი ურთიერთობის შესახებ სპეკულაციები კიდევ უფრო გააძლიერა. 2025 წლის მარტშიწყვილი ნიუ-იორკის თეატრსა და ბარებშიც დააფიქსირეს.
ნატ ვულფი, ბილის მსგავსად, შოუ-ბიზნესის სამყაროში გაიზარდა. ვულფის დედა, პოლი დრაპერი, ცნობილი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორია, ხოლო მამა, მაიკლ ვულფი, ჯაზ-პიანისტი. ნატი და ალექს ვულფები საზოგადოებისთვის ცნობილი Nickelodeon-ის სერიალით „The Naked Brothers Band“ გახდნენ და დღემდე ერთად ქმნიან მუსიკას. ნატ ვულფი ასევე მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „The Fault in Our Stars“, „Paper Towns“ და „Mainstream“.
აილიშმა და ვულფმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათ შორის განსაკუთრებული კავშირია, რადგან ორივე მცირე ასაკიდან ყურადღების ცენტრში ცხოვრებას და ტურეტის სინდრომს უმკლავდება. მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, ბილი აილიში ცდილობს პირადი ცხოვრება მაქსიმალურად დაიცვას საჯარო სცენისგან.
„მინდა, რომ არავინ არაფერი იცოდეს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. არასდროს, არასდროს, არასდროს. და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება“, - ბილი აილიში.
ბილი აილიშისა და ნატ ვულფის ვენეციური კოცნის ფოტო საბოლოოდ ადასტურებს იმას, რაზეც თვეების განმავლობაში ფანები და მედია ასე გამალებით საუბრობდა და წერდა. ორ ახალგაზრდა ვარსკვლავს, რომლებსაც საერთო გამოცდილებები და მუსიკის სიყვარული აერთიანებთ, უკვე ოფიციალურად წყვილის სტატუსი აქვთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.