11 წლის ანდრია ფუტკარაძე რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია. ანდრიამ კონკურსის სცენაზე სიმღერა "დედას" შეასრულა და 12 ევროპული ქვეყნისგან უმაღლესი 12 ქულა დაიმსახურა.
საქართველო გუშინდელი გამარჯვებით საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი ქვეყანა ხდება. ანდრია უკვე მეოთხე ქართველია, რომელმაც უპირობო ტრიუმფი მოიპოვა. მომავალ წელს კონკურსს საქართველო უმასპინძლებს.
მადრიდის სცენაზე სულ 17 ქვეყნის წარმომადგენელმა იმღერა. ანდრიამ ყველაზე მეტი, 239 ქულით პორტუგალიისა და უკრაინის მონაწილეებს გადაასწრო და პირველი ადგილიც დაიმსახურა.
"ამ გამარჯვებას ვუძღვნი მთლიან საქართველოს, ჩემს ქვეყანას და ყველა დედას"- ამბობს ანდრია გამარჯვების შემდეგ.
ანდრია ქართული საბავშვო კონკურსის, "რანინას" აღმოჩენა, გამარჯვებული და ევროვიზიის საგზურის მფლობელია, რომელმაც ქართული სიმღერით, საქართველოს მეოთხე გამარჯვება მოუტანა.
სცენაზე ანდრიასთან ერთად გაბრიელ მაჩაბლის შესრულებაც ვიხილეთ. გაბრიელი მოცეკვავეა და ევროვიზიის სცენაზე მუსიკალური ნომერი თავისი ცეკვით გააფორმა.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.