ჰოლივუდის ორი დიდი ვარსკვლავისთვის, ზენდეიასა და ენ ჰეთეუეისთვის, 2026 ყველაზე დატვირთული და საინტერესო სამსახიობო წელი იქნება. მათი განრიგი სავსეა პრემიერებით, მნიშვნელოვანი როლებითა და პროექტებით, რომლებსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის.
ზენდეია წელს რუს როლით იწყებს, რადგან სერიალ Euphoria-ს მესამე სეზონის პრემიერაა დაგეგმილი. სწორედ ამ პერსონაჟმა აქცია იგი თანამედროვე კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მსახიობად. 3 აპრილს გამოვა The Drama, სადაც მსახიობირობერტ პატინსოსთან ერთად გამოჩნდება.
ზენდეიას ზაფხული განსაკუთრებით დატვირთული იქნება: 17 ივლისს ახალგაზრდა მსახიობს The Odyssey-ში ვიხილავთ, სადაც ენ ჰეთეუეისთან ერთად თამაშობს, აქედან ორ კვირაში კი იგი Marvel-ის სამყაროში ბრუნდება და Spider-Man: Brand New Day-ში MJ-ის როლს მოირგებს. წლის ბოლოს კი Dune-ის მესამე ნაწილში ჩანის პერსონაჟით დაბრუნდება.
Ph: Warner Bros/Everett C
ენ ჰეთეუეისთვის 2026 კარიერულად გამორჩეული და მრავალფეროვანი წელი იქნება. ის იწყებს Mother Mary-ს მუსიკალური დრამით, რომლის რეჟისორი დევიდ ლოური გახლავთ. 1-ელ მაისს ეკრანს დაუბრუნდება The Devil Wears Prada 2-ში, სიქველში, რომელსაც მაყურებელი წლებია ელოდება.
შემდეგ ჰეთეუეის ვიხილავთ The Odyssey-ში, Flowervale Street-სა და ტრილერ Verity-ში, რომელიც კოლინ ჰუვერის პოპულარულ რომანს ეფუძნება. პრემიერების პარალელურად კი, 2026 წელს იწყება The Princess Diaries 3-ის გადაღებისთვის მზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წელს, როგორც იქნა, მია თერმოპოლისი დაგვიბრუნდება.
ასე რომ, 2026 ორივე მსახიობის კარიერაში დატვირთული წელი იქნება, ჩვენ კი მათ სრულიად განსხვავებულ როლებში, საკულტო ფილმებსა და სერიალებში ვიხილავთ.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.