#მუსიკა

TBILISI NEWCOMERS 2026: პლატფორმა ახალი მუსიკალური აღმოჩენებისთვის ბრუნდება

გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ტიტულისთვის შეჯიბრება იწყება. ახალი მუსიკალური ხმების აღმოჩენის პლატფორმა Tbilisi Newcomers საკონკურსო ნამუშევრების მიღებას იწყებს. პროექტი, რომელიც უკვე წლებია ქართული მუსიკალური სცენის განვითარებასა და ახალი არტისტების მხარდაჭერას ემსახურება, მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.

Tbilisi Open Air 2026, Tbilisi Newcomers 2026, თბილისი Open Air 2026, ნიუქამერსი

კონკურსის გამარჯვებული Best Newcomer 2026 4 ივლისს, Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-15 ფესტივალის მთავარ სცენაზე წარდგება.

ვინ შეძლებს მონაწილეობას?

Tbilisi Newcomers-ს ჟანრობრივი შეზღუდვა არ აქვს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალბედა, ისე უკვე არსებულ მუსიკალურ პროექტებს – ბენდებს, სოლო შემსრულებლებსა და ელექტრონული მუსიკის არტისტებს.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:

I ეტაპი: აპლიკაციების მიღება

განაცხადების მიღება 22 მაისიდან 7 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებმა სამი საავტორო ნამუშევარი უნდა გაგზავნონ. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ტრეკები 6 თვეზე მეტი ხნის გამოქვეყნებული არ იყოს.

II ეტაპი: Showcase

13-14 ივნისს გაიმართება დახურული showcase მოსმენები, სადაც პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული პროექტები საკუთარ მუსიკას ჟიურის წინაშე ცოცხლად შეასრულებენ.

III ეტაპი: ფინალური კონცერტი

დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება წლის გამარჯვებული. ფინალური კონცერტის ზუსტი თარიღი ორგანიზატორების განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

Tbilisi Open Air 2026, Newcomers 2026, თბილისი Open Air 2026, ნიუქამერსი

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

საკონკურსო განაცხადის შევსება 7 ივნისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

ნახეთ განაცხადის ფორმა ამ ბმულზე.

პროექტი მუსიკოსებს კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ თბილისის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის ნაწილი და საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.

ზევით