სერიალ „უენსდეი“ მეორე სეზონით დაბრუნდა და მისი პირველი სერიების ნახვა უკვე Netflix-ზეა შესაძლებელი. უენსდეი ადამსი ეკრანზე დაბრუნდა, ხოლო მისი როლის შემსრულებელი, ჯენა ორტეგა წითელ ხალიჩაზე და, როგორც ყოველთვის, გოტიკურ ესთეტიკაშია გახვეული. პერსონაჟის შავ-ბნელი ხასიათი კვლავაც რჩება ჯენას ჩაცმულობის მთავარ ინსპირაციად. პრეს-ტურების განმავლობაში, მსახიობი ყოველი გამოჩენით ამტკიცებს, რომ გოტიკური სტილი მხოლოდ ჰელოუინის კოსტიუმი კი არა, არამედ მაღალი მოდის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჯენა ვიხილეთ ლონდონში Ashi Studio-ს დიზაინით, პარიზში Vivienne Westwood-ის ლუქით და ნიუ-იორკში Willy Chavarria-ს შემოქმედებაში გამოწყობილი. მისი თამამი და დახვეწილი არჩევანი ცხადყოფს, რომ გოტიკური ესთეტიკა წარმავალი ტრენდი კი არა, ახალი კლასიკაა.
ჯენა ორტეგა Willy Chavarri-ს სამოსში. Ph: MEGA
გოტიკური სტილის დაბრუნება ჯერ კიდევ გასული და წლევანდელი მოდის კვირეულებმა იწინასწარმეტყველეს. დიზაინერები პოდიუმზე დახვეწილად აერთიანებენ გოტიკასა და შუა საუკუნეების ესთეტიკას, რასაც „Château core“-ს ვეძახით.
ჯენა ორტეგა Ashi Studio-ს ლუქით. Ph: Mike Marsland
ზოგიერთი მოდის სახლი გოტიკურ ელემენტებს სხვა მიმართულებებთან აზავებს, სხვები კი, მაგალითად Alexander McQueen, მთლიანად ამ ტრენდს უძღვნიან კოლექციებს. გოტიკა მხოლოდ შავი ფერი არ არის – ეს არის დრამატული და პირქუში ესთეტიკა, რომელიც ეფუძნება სისხლისფერ წითელს, ყვავილოვან მკრთალ ტონებსა და მუქ ნაცრისფერს.
Jean Paul Gaultier 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია
ამ სტილს სილუეტები და ჭრები განსაზღვრავს. მისი განუყოფელი ნაწილია ნიღბები, კორსეტები და ფაფუკი კაბები, კოპლებიანი ქვედაბოლოები და დიდი ზომის პალტოები. ნამდვილი გოთ ლუქი მაკიაჟის გარეშე წარმოუდგენელია: ფერმკრთალი კანი, მუქი ჩრდილები, პირსინგები, ყორნისფერი თმა და მუქი ტუჩები.
Jean Paul Gaultier 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაVersace 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაMaison Margiela 2025 წლის შემოდგომის კოლექცია
ჯენა ორტეგამ და მისმა სტილისტებმა გოტიკურ გლამურზე ექსპერიმენტები ჯერ კიდევ 2022 წელს, „უენსდეის“ პირველი სეზონის პრეს-ტურის დროს დაიწყეს. მაშინ ჯენამ მოირგო Saint Laurent-ის გამჭვირვალე კაბა, Dion Lee-ს მაქმანებიანი მოდელი და Versace-ს 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ლუქი.
ჯენა ორტეგა Versace-ს კაბაში
ორტეგასთვის მუქი, სექსუალური და დახვეწილი ესთეტიკა თანდათან უფრო ავთენტური გახდა. ის სერიალის პერსონაჟის აურას ყველაზე კარგად გადმოსცემს და თამამი, გამჭოლი მზერით უყურებს მისკენ მიმართულ კამერებს.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.