ჯეისონ მომოას გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თუმცა ვენეციის კინოფესტივალზე მისი გამოსვლა აშკარად მოულოდნელი იყო. იმ დროს, როცა საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი დაუსრულებლად იმეორებს ფრაზას „ქალი ქალია და კაცი კაცი“, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მასკულინური ვარსკვლავი გვაჩვენებს, რომ ადამიანი თავისუფალი იბადება. თუ მას სურს ჩაიცვამს კიდევაც ვარდისფერ კოსტიუმს, ვარდისფერ ბირკენსტოკებს და ფრჩხილებსაც შეიღებავს ვარდისფრად. ამით მისი არც სიმამაცე მცირდება და არც კაცობა.
ჯეისონი საკუთარ ვაჟთან ერთად
ფესტივალს რომ დავუბრუნდეთ, მომოა წითელ ხალიჩაზე საკუთარ ვაჟთან ერთად გამოჩნდა. „მომოას სახლი“ უკვე ჰოლივუდურ დინასტიად იქცა: 16 წლის ნაკოა-ვულფი Dune: Part Three-ში განასახიერებს ლეტო II-ს, ხოლო მამა კვლავ უბრუნდება ფანების საყვარელ პერსონაჟს. ასე, ერთსა და იმავე კვირაში, ერთს პრემიერა აქვს, მეორეს კი გადაღების პირველი დღე.
რაც შეეხება მომოას ჩაცმულობას: ვარდისფერი კოსტიუმი, იმავე ფერის სანდლები და ფრჩხილები, ისეთი თავდაჯერებით აცვია, თითქოს კაცის „ნამდვილი“ სამოსი ყოველთვის ეს ყოფილიყო. სმოკინგი და ლაქის ფეხსაცმელი? წარსულის ნაწილად ქცეული. 2025 წელს ბირკენსტოკები უკვე მაღალი მოდის სამყაროში იმკვიდრებენ ადგილს.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.